კანადელმა ჰიპნოზიორმა საფრანგეთში ტელემაყურებელი გააქვავა

gaqvavebuliსამხრეთ-დასავლეთ საფრანგეთში სამაშველო სამსახური უცნაურ შემთხვევის წინაშე აღმოჩნდა: მათ დაუკავშირდნენ მაყურებლის ნათესავები, რომელიც ტელეშოუს ყურების შემდეგ, სადაც კანადელი ჰიპნოზიორი ყავდათ მოწვეული, გაშეშდა. ოჯახმა სამაშველო სამსახურს მას შემდეგ მიმართა, როცა ნახეს, რომ მათი ოჯახის წევრი ერთ საათზე მეტი არ მოძრაობდა. ცოლს შეეშინდა, როცა ნახა, რომ ვერაფრით შეძლო მეუღლის მდგომარეობიდან გამოყვანა, თუმცა, მაინც მან შეძლო ქმრის შველა: ის მას შემდეგ მოვიდა გონებაზე, რაც ცოლმა იკივლა.
სამაშველო სამსახურის მონაცემებით, ჰიპნოზისადმი მგრძნობიარე მაყურებელი თავს კარგად გრძნობს – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაში“ფეისბუქმა” ბოდიში მოიხადა მსუქანი მოდელის ბიკინში გადაღებული ფოტოს დაბლოკვის გამო
შემდეგი სტატიაპაკისტანმა ამერიკის შეერთებული შტატები გააკრიტიკა