კანადელი შარვალში მყოფი კუს გამო ციხეში გაუშვეს

აშშ-ში კანადელს (წარმოშობით ჩინელი) 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს კუს კონტრაბანდისთვის – “ბიბისი” წერს. სასამართლოში კანადელმა ამერიკის სპეცსამსახურებს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ ისინი მას “საკუთარი სიბრიყვიდან და სიხარბიდან ამოსვლაში დაეხმარნენ”.

2014 წელს კაი სიუ კანადის საზღვარზე შემოწმებაზე გააჩერეს. მესაზღვრეებმა მას შარვალში 51 კუ უპოვეს, რომლის შემდეგაც ის დააკავეს.
როგორც შემდეგ გაირკვა, მამაკაცი აშშ-ს შტატ მიჩიგანში რეგულარულად დადიოდა, სადაც კუებს ყიდულობდა და ჩინეთში გადაყავდა, სადაც ისინი როგორც შინაური ცხოველები ყავთ.
დაკავებულის თქმით, ის კუებს იმიტომ ყიდდა, რომ უნივერსიტეტის სწავლის ქირა გადაეხადა.

banner
წინა სტატიაშიტაილანდის პრემიერი: ქალები არიან, როგორც კანფეტი, მათი გემოს გასინჯვას გადაიფიქრებენ, თუკი ისინი შეფუთული არ არიან
შემდეგი სტატია“რია ნოვოსტი”: საქართველო, რუსეთი, სომხეთი და ირანი ენერგოსისტემების სინქრონიზაციას გეგმავენ