კანადელი ეპისკოპოსის გარდაცვალების საქმე – შსს-მ გამოძიება დაიწყო

გენერალური ინსპექციის მიერ, შსს-ს ბაზაში დაცული ინფორმაციის გაცემის ფაქტზე, სამინისტროს რიგებიდან 9 თანამშრომელია დათხოვნილი

სასტუმრო “Holiday Inn”-ის ნომერში კანადელი ეპისკოპოსის გარდაცვალების საქმეზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

სამინისტროს ცნობით,  გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

ცნობისთვის, “პრაიმტაიმის” ინფორმაციით, 2 ოქტომბერს, სასტუმრო “Holiday Inn”-ის ნომერში კანადელი ეპისკოპოსი გარდაცვლილი იპოვეს.

ჰანნა ზორა და რომის პაპის, ფრანცისკეს თანხმლები პირები საქართველოში ვიზიტისას, ძირითადად, სასტუმრო “ჰოლიდეი ინში” რჩებოდნენ.

რომის პაპი, ფრანცისკე საქართველოს 30 სექტემბერს ეწვია. კანადელი ეპისკოპოსი, ჰანნა ზორა საქართველოში, პაპის ვიზიტის ფარგლებში ჩამოვიდა.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო) გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი წარადგინა
შემდეგი სტატიარამაზ საყვარელიძე: სანდრა რულოვსმა დამარცხებას გაქცევა ამჯობინა