კანადაში ევთანაზია დააკანონეს

კანადაში ევთანაზია დააკანონეს

evtanziaკანადის პარლამენტმა მიიღო კანონი,რომელითაც ქვეყანაში ევთანაზიის ლეგალიზება მოხდა – Reuters-ი წერს.
დოკუმენტის თანახმად, მედიკოსებს უფლება ეძლევათ სიკვდილში დაეხმარონ პაციენტებს, რომლებიც განუკურნებელი დაავადებით არიან ავად და იტანჯებიან,თუკი მათი გარდაცვალების დადგომა ეჭვს არ იწვევს. დეტუპატების ჯგუფის მცდელობა, რომლებიც ცდილობდნენ ევთნაზიის ლეგალიზება ასევე დეგენერატივიზმის დაავადებების მქონე პირებისათვის მიეღწიათ, წარუმატებელი აღმოჩნდა.

კანონის კრიტიკოსები ამბობენ, რომ პარლამენტმა არ იზრუნა ადამიანებზე, რომლებიც გაფანტული სკლეროზით ან მძიმე ტკივილებით იტანჯებიან.

კანონმდებლების გადაწყვეტილების საფუძველი გახდა უმაღლესი სასაამრთლოს 2015 წლის დადგენილება, რომელმაც გააუქმა აკრძალვა “თვითმკვლელობის დროს დახმარებაზე”. კანონმა ფედერალური პროცედურები უნდა გაიაროს და დამტკიცდეს გენერალ-გუბერნატორების მიერ.

შეგახსენებთ, რომ კანადის გარდა ევთანაზია ნებადართულია შვეიცარიაში, ლუქსემბურგში, იაპონიაში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში და აშშ-ს რამდენიმე შტატში.

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში თურქეთის საელჩოს მოლოტოვის კოქტეილებით დაესხნენ თავს
შემდეგი სტატიაშტაინმაიერმა რუსეთის საზღვარზე იარაღის “ჟღარუნი” გააკრიტიკა