კანადა ნატოს ბატალიონს ლატვიაში უხელმძღვანელებს

კანადა საკუთარ თავზე აიღებს ნატოს სწრაფი რეაგირების ბატალიონის ერთ-ერთი დანაყოფის ხელმძღვანელობას, რომელიც პოლონეთსა და ბალტიის სამ ქვეყანაში განთავსდება.
კანადა ლატვიის ბატალიონს უხელმძღვანელებს და კონტიგენტში რამდენიმე ასეულ სამხედრო მოსამსახურეს გააგზავნის – ნათქვამია ორივე ქვეყნის თავდაცვის მინისტრების ერთობლივ განცხადებაში.
“როგორც მსოფლიო არენაზე პასუხისმგებელი პარტნიორი, კანადა ნატოს საკუთარ პარტნიორებთან ერთად დგება, რომ აგრესია შეაჩეროს და ევროპაში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნოს” – ნათქვამია მინისტრების განცხადებაში.
ქვეყანას, რომელიც საკუთარ თავზე აიღებდა მეოთხე ბატალიონის მეთაურობას, დიდი ხანი ვერ პოულობდნენ. შესაბამისი წინადადებები შესთავაზეს იტალიას და საფრანგეთს, რომლებმაც უარი თქვეს.
ერთი დღით ადრე, აშშ-ს პერზიდენტმა, ბარაკ ობამამ კანადას მოუწოდა უფრო მეტი გააკეთოს ნატოს პარტნიორებისათვის – New York Times-ი წერს.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში 4 ათასი ნატოს ჯარისკაცის ჩაყენება იგეგმება.

banner
წინა სტატიაშიRammstein-ის ვოკალისტი აღშფოთებულია პუტინის მხარდამჭერი ყალბი ფოტოების გამოქვეყნებით
შემდეგი სტატიაიაპონიის უმაღლესმა სასამართლომ მუსლიმებზე თვალთვალი დააწესა