კანადა და მექსიკა აშშ-ს სანქციებს უწესებენ

კანადა და მექსიკა აშშ-ს სანქციებს უწესებენ

კანადა და მექსიკა აშშ-ს სანქციებს უწესებენსაერთაშორისო სავაჭრო ორგანიზაციამ კანადას და მექსიკას უფლება მისცა აშშ-ს ყოველწლიურად 1 მილიარდი დოლარის სანქციები დაუწესოს.
კანადას საერთო ჯამში შეუძლია იმპორტზე ტარიფის გაზრდა 780 მილიონი დოლარით, მექსიკას კი – 228 მილიონი დოლარით.
თავდაპირველად, ქვეყნები კომპენსაციას ითხოვდნენ.

სავაჭრო დავა ქვეყნებს შორის 2009 წლიდან მიმდინარეობს, მას შემდეგ, რაც აშშ-მ მოითხოვა რომ ფირმებს სპეციალური ეტიკეტები გამოეყენებინა ხორცის დაფასოებისას, სადაც აღნიშნული იქნებოდა თუ სად დაიბადა ცხოველი, სად გაიზარდა და სად დაიკლა. ამას მომხმარებლისთვის ხორცის წარმომავლობის შესახებ სრული ინფორრმაცის უნდა მიეცა.
თუმცა, კანადა და მექსიკა ამ გადაწყვეტილებით არ იყო კმაყოფილი. საბოლოო ჯამში აშშ-მ სხვა ქვეყნებში წარმოებული ხორცის შემოტანა გააძლიერა, რამაც კანადის და მექსიკის ხორცის წარმოება დააგდო.

აშშ საერთაშორისო სავაჭრო პალატის გადაწყვეტილებით არ არის კმაყოფილი. თუმცა, ორგანიზაცია აცხადებს, რომ ჩრდილოეთ ამერიკის თავისუფალი ვაჭრობა ხელოვნური დარტყმებისგან თავისუფალი უნდა იყოს.
ამერიკელი ჩინოვნიკები სენატს მიმართავენ, გააუქმონ კანონი პროდუქტის წარმომავლობის შესახებ.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: ხარვეზი იყო, რომ ადამიანებს ჰქონდათ სხვადასხვა პოლიტიკური წონა
შემდეგი სტატიასააკაშვილი უკრაინის პრემიერ-მისნისტრის და მინისტრების წინააღმდეგ