კამპანია “კონსტიტუცია ყველასია” – პრეზიდენტი შეხვედრას ილიას უნივერსიტეტში გამართავს

კამპანია „კონსტიტუცია ყველასია“ ფარგლებში დღეს საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას ილიას უნივერსიტეტში გამართავს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებით კონსტიტუციის ცვლილების პროცესში საზოგადოება მაქსიმალურად უნდა იყოს ჩართული და ამიტომ ისინი საქართველოს ყველა რეგიონში აპირებენ დიკუსიის გამართვას და საზოგადოების აზრის მოსმენას.
„ცხადია მნიშვნელოვანია, რომ კონსტიტუციურ საკითხებზე იყოს გააქტიურებული უფრო მეტად დისკუსია. მათ შორის როდესაც კომისია დაასრულებს მუშაობის ერთ ეტაპს და გადავა საერთო სახალხო განხილვებზე, სწორედ ეს საზოგადოება, ვისაც პრეზიდენტი ხვდება, მათ შორის საკონსტიტუციო კომისიის წევრებთან ერთად, უფრო მეტად დაეხმარება ამ დისკუსიების უფრო მეტად დახვეწას, უფრო შინაარსობრივი მხარის მიცემას,“- განაცხადა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა გიორგი აბაშიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკოტე აფხაზის ქუჩაზე ხის მოტეხვამ რამდენიმე ავტომობილი დააზიანა
შემდეგი სტატია“41:0”-დავით ნარმანია საკრებულოს ოპოზიციასთან გამართულ დებატებს აფასებს