კამერუნელ მამაკაცებს ღალატისთვის ციხეში ჩასვამენ

კამერუნელი კანონმდებლები მოღალატე ქმრების ციხეში ჩასმას აპირებენ – BBC News-ი წერს. შესაბამის კანონპროექტზე მსჯელობა ქვეყნის პარლამენტში მიმდინარეობს. “მამაკაცები, რომელთაც შვილები ქორწინების გარეშე ეყოლებათ, უნდა დაისაჯონ, რადგანაც ეს ოჯახურ ღალატზე მიუთითებს” – ინიციატივას ასეთ კომენტარს უკეთებს ერთ-ერთი კანონმდებელი.
სიახლის წინააღმდეგ გამოდის ქვეყნის იურისტთა პალატა – იურისტების აზრით, მსგავსი კანონის მიღება კამერუნს უკან დაწევს და მხოლოდდამხოლოდ ციხის ბინადრების გაზრდა მოხდება. ამასთანავე, ქვეყნის ნორმებით, ქალები, რომლებსაც ქორწინების გარეშე ექნებათ სექსუალური კავშირი, უკვე ექვემდებარებიან ორიდან ექვს თვემდე თავისუფლების აღკვეთას.
2015 წლის 25 თებერვალს ოჯახური ღალატის გამო თავისუფლების აღკვეთის შესახებ კანონი სამხრეთ კორეაში მიიღეს.

banner
წინა სტატიაშიგერმანიის სამხრეთით პენსიონერის მიერ დამარხული ფული იპოვეს
შემდეგი სტატიაგიორგი მღებრიშვილი და მინდია ჯანელიძე ამალი-დევდორაკის ხეობაში გაემგზავრნენ