კამბოჯიელები სპილოს უფლებების დაცვას ითხოვენ

კამბოჯიელები სპილოს უფლებების დაცვას ითხოვენ

ტურისტული გასეირნებისას სამონასტრო კომპლექს ანგკორ-ვატთან სპილო გულის შეტევით გარდაიცვალა. მისი დაღუპვის შემდეგ გამოქვეყნდა პეტიცია ქვეყნის მთავრობისადმი მოთხოვნით, რომ აიკრძალოს სპილოების გასართობად გამოყენება – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.
„ვეტერინარების დასკვნით, სიკვდილი მაღალი ტემპერატურის გამო დადგა. „ის გამოიწვია ასევე სტრესმა, სისხლის მაღალმა წლევამ და შესაბამისად, გულის შეტევამ “ – განუცხადეს ჟურნალისტებს კომპანიაში, რომელსაც გარდაცვლილი სპილო ეკუთვნოდა. იმ დღეს სპილომ 45 წუთი იმუშავა და 40 გრადუს ტემპერატურაზე დაახლოებით 2 კილომეტრი გაიარა.

დაღუპული აზიური სპილო 40-ზე მეტი წლის იყო. ბუნებაში, ის, როგორც წესი 48 წლამდე ცოცხლობს. ინციდენტის შემდეგ ბევრმა ტურისტულმა კომპანიამ უარი განაცხადა სპილოთი მომსახურებაზე.

banner
წინა სტატიაშითეთრი სახლის შესასვლელი დღეს ორჯერ გადაკეტეს
შემდეგი სტატიადავითუღლუმ ახალ კონსტიტუციაში ისლამის ადგილი ვერ ნახა