კალიფორნიის ნავთობქარხანაში აფეთქება მოხდა

აშშ-ის კალიფორნიის შტატში მდებარე ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაში აფეთქება მოხდა, რასაც ხანძარი მოჰყვა. როგორც „ბიბისი“ იტყობინება, აფეთქდა კომპანია Tesoro-ს კუთვნილი ნავთობპროდუქტების რეზერვუარი.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა.თვითმხილველების თქმით, აფეთქების შემდეგ ჰაერში ქიმიური ღრუბელი წარმოიქმნა.
დეპარტამენტის შერიფმა მოქალაქეებს, რომლებიც ქარხნიდან 40 კილომეტრის რადიუსში ცხოვრობენ, ევაკუირებისკენ მოუწოდა.
კომპანიაში ჯერჯერობით აფეთქების მიზეზს ვერ ასახელებენ – “ასოშეითედ პრესი” წერს.

banner
წინა სტატიაშიგედევან ფოფხაძე გიორგი პაპუაშვილს “ენმ”-ის პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიანორვეგიაში მამაკაცის უნიტაზიდან ამოსაყვანად მეხანძრეები გამოიძახეს