კალიფორნიაში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიენიჭა

აშშ-ს გამოძიებათა ფედერალურმა ბიურომ კალიფორნიის შტატის ქალაქ სან-ბერნარდინოში მომხდარ თავდასხმას ტერაქტის კვალიფიკაცია მიანიჭა.

უწყების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომ ბოროტმოქმედები თავდასხმისთვის წინასწარ ემზადებოდნენ.

გამოძიება ვარაუდობს, რომ დამნაშავეები საერთაშორისო ტერორისტული ქსელის წევრები იყვნენ.

2 დეკემბერს კალიფორნიის ქალაქ სან-ბერნარდინოში, არასამთავრობო ორგანიზაცია Inland Regional Center-ის საკონფერენციო დარბაზში წყვილის მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 17 კი დაშავდა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ქვეყანა არის საფეოდალო, სადაც სახელმწიფო ინსტიტუტები ჩამოშლილია
შემდეგი სტატიაეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა