კალაძის თქმით, “გაზპრომთან” დაკავშირებით უწყებამ ამომწურავი ინფორმაცია გაავრცელა

კალაძის აზრით, გაზსადენის აფეთქებაზე არეშიძის განცხადებით შესაბამისი სამსახურები უნდა დაინტერესდნენ

ვიცე-პრემიერ, ენერგეტიკის მინისტრ კახა კალაძის განცხადებით, ის არ იზიარებს იმ პოზიციას, რომ სამინისტრო “გაზპრომთან” მოლაპარაკებებს ასაიდუმლოებს.

როგორც კალაძემ აღნიშნა ყველა შეხვედრასთან დაკავშირებით მისმა უწყებამ განცხადება გააკეთა.

“ჯერ-ჯერობით შეთანხმება არ არის მიღწეული. სამუშაო შეხვედრების შედეგად, რომელიც რამდენჯერმე შედგა, რეზულტატი არ დამდგარა. როდესაც გარკვეული შეთანხმება შედგება, ყველასთვის იქნება ცნობილი “, – აღნიშნა ვიცე-პრემიერმა.

მისი თქმით, საუბარია “გაზპრომთან” ახალ, ერთწლიან ხელშეკრულებაზე, სადაც ტრანზიტის 10%-იანი მოცულობის წილის ნაცვლად, ფულად ანაზღაურებაზეა საუბარი.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი: “გაზპრომთან ” მოლაპარაკება ტექნიკურ ხასიათს ატარებს
შემდეგი სტატია“მიუხედავად ჩემი ასაკისა, მემუარების წერა ნაადრევია” – მეჭიაური პოლიტიკიდან წასვლას არ აპირებს