“კალაძის განცხადებები იყო დემაგოგია და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა,”- ნუგზარ წიკლაური

“კალაძის განცხადებები იყო დემაგოგია და ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა,”- ამის შესახებ ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა, განაცხადა.

აზერბაიჯანიდან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირის მიღებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობაში განცხადებები გაკეთდა. ნაციონალურ მოძრაობაში მიაჩნიათ, რომ ხელისუფლების განცხადებები გაზპრომიდან გაზის დამატებითი მოცულობის შემოტანის აუცილებლობაზე იყო ტყუილი.

“საქართველო აზერბაიჯანისგან დამატებით 500 მილიონ კუბურ მეტრ მიიღებს და სოციალური გაზი მოწოდებული იქნება შემცირებული ფასით. ცხადი გახდა, რომ ენერგეტიკის მინისტრის, კალაძის, და მთავრობის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გაზპრომთან აუცილებლად უნდა მოილაპარაკოს დამატებითი გაზის მოწოდების თაობაზე, იყო დემაგოგია, ტყუილი და ქართველი ხალხისთვის თვალში ნაცრის შეყრა,”- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

ზურაბ მელიქიშვილი აცხადებს, რომ ხელისუფლება ყველაფერს აკეთებდა რომ სხვადასხვა მიზეზით საქართველოში გაზპრომი შემოეყვანა, რაც მიუღებელია.

“გაზპრომის მილები გაზის ნაცვლად დატვირთულია საქართველოსთვის საზიანო პოლიტიკით,“- განაცხადა ზურაბ მელიქიშვილმა.

banner
წინა სტატიაში„ამ პარტიების საერთო არის, ახლოს იყვნენ მზესთან, ანუ ბიძინა ივანიშვილთან“ – გიგლა ბარამიძე კოალიციაზე
შემდეგი სტატიამთავრობა ატყუებს რუსთავის საზოგადოებას, მუშებს-მიხეილ მაჭავარიანი