კალაძე მთავრობას არ წარადგენს და საკრებულოში არ მივა

თბილისის ახლად არჩეული მერი კახა კალაძე დღეს საკრებულოში მთავრობის ახალ წევრებს თავად არ წარადგენს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პრესკონფერენციაზე ფრაქცია “ევროპული საქართველო – თბილისის” თავმჯდომარემ გოკა გაბაშვილმა განუცხადა.

“მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომ დღეს კახა კალაძე საერთოდ არ მოვა თბილისის საკრებულოში, თბილისის საკრებულოში მთავრობას ჯერ კიდევ თვითონ დაუმტკიცებელი მერის მოადგილე ირაკლი ხმალაძე წარადგენს, რომლის მიმართაც არანაირი პერსონალური პრეტენზია არ მაქვს, მაგრამ გასაოცარია, რომ თბილისის მერის და საკრებულოს ურთიერთობა ასე იწყება. კერძოდ, ბატონი კახა კალაძე არც კი კადრულობს საკუთარი ახალი გუნდის წარდგენაზე მოსვლას ახლად არჩეულ საკრებულოში. თავს არიდებს თავის არჩეულ კადრებზე საუბარს, შეკითხვებზე პასუხის გაცემას. ეს მიანიშნებს იმაზე, რომ კალაძეს არ აქვს პასუხი, რატომ დატოვა საკვანძო თანამდებობებზე ნარმანიას გუნდი. კახა კალაძეს არ აქვს არანაირი პასუხი, რატომ აბარებს მერიის უსაფრთხოების სამსახურს შავბნელი, ფაშისტური მოსაზრებების „ზონდერ“ წარმომადგენელს, კალაძეს ასევე არ აქვს პასუხი, რატომ დატოვეს სუს-ის წარმომადგენელი მის მოადგილედ”, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიევროპული საქართველო თბილისის მთავრობას მხარს არ დაუჭერს
შემდეგი სტატიაკახა კახიშვილმა საქართველოში იაპონიის ელჩს, ტადაჰარუ უეჰარას უმასპინძლა