კალაძე მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების მომატებას 2019 წლიდან სთავაზობს

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 5, 2018 10:02

კალაძე მეტროპოლიტენის გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების მომატებას 2019 წლიდან სთავაზობს

მეტროპოლიტენი გაფიცვას განაგრძობს. კახი კალაძესა და მემანქანეებს შორის გამართული რამდენიმე საათიანი მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა. მეტროს თანამშრომლებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა თბილისის მერის გადაწყვეტილება, რომელიც მათ ხელფასების მომატებას მხოლოდ 2019 წლიდან დაჰპირდა.
კახი კალაძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში საკმარისი თანხა არ არსებობს.
„ავუხსენით არსებული რეალური სიტუაცია, ის რაზეც ვსაუბრობდით ამდენი ხანი თუ როგორი მდგომარეობაა ფინანსური როგორც კომპანიაში ასევე მერიაში, თუმცა ასევე მათი მხრიდან მოვისმინეთ ის პრობლემები, ის გასაჭირი რაც ამ ადამიანებს აქვთ და იმედია, რომ უახლოეს ხანებში მოხდება შეჯერება და ვიმედოვნებ, რომ მეტრო ძალიან მალე გაიხსნება,“-აცხადებს დედაქალაქის მერი.

ქეთი ფერაძე
: ქეთი ფერაძე ივნისი 5, 2018 10:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,160
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics