“კალაძე აღმოჩნდა ნარმანიაზე უფრო მხდალი” – დათუკიშვილი

ის აღმოჩნდა სამწუხაროდ ნარმანიაზე უფრო მხდალი, იმიტომ, რომ ნარმანია პირველ ეტაპზე მაინც ახერხებდა საკრებულოში მოსვლას – ეს განცხადება, თბილისის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა მარიკა დათუკიშვილმა გააკეთა. დათუკიშვილი ახლად არჩეული მერის იმ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც კახა კალაძე საკრებულოში არ მივა, სადაც თბილისის მთავრობა უნდა დაამტკიცონ.

„კალაძე ვერ ბედავს, რომ მოვიდეს თბილისის საკრებულოში, თვითონ წარადგინოს ის გუნდი, რომელსაც სატელევიზიო წარდგინება გაუკეთა მან, თვითონ მან გასცეს პასუხი იმ კითხვებს, რომელიც თავისთავად გვექნება ჩვენ იმიტომ, რომ სულიკო კედელაშვილთან, იგივე ნუგზარ-ნიკოლოზ ჭონქაძესთან რა საკვირველია გვექნება მასთან და არა ამ ჰომოფობ ადამიანებთან. არ ვაპირებ ნიკოლოზ ჭონქაძეს რაიმე კითხვა დავუსვა, მე კითხვა უნდა დავუსვა კახა კალაძე,“-აცხადებს მარიკა დათუკიშვილი.

banner
წინა სტატიაშიიან კელი : მხარს ვუჭერთ იმ მოტივს, რაც დგას სამინისტროების სტრუქტურული ცვლილებების უკან
შემდეგი სტატიამამუკა ბახტაძე : ჩემი კაბინეტი ყველასთვის ღიაა