კახიშვილი დეკანოზ გიორგი მამალაძეზე: თუ საჭიროდ ჩათვლის, რომ ის ინფორმაცია გაახმოვანოს, რაც ჩემი მხრიდან არ შეიძლება გავრცელდეს, გაახმოვანებს

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრი კახა კახიშვილი აცხადებს, რომ ის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ცნებიდან გამომდინარე, დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ვერ ისაუბრებს.

კახიშვილმა მამალაძის უსაფრთხოების ზომებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მას საშუალება არ აქვს, კონკრეტულად, ავადმყოფობის დეტალები გაახმოვანოს.

„რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, მსჯავრდებული ყოველდღიურად ადვოკატებს ხვდება და თუ ის საჭიროდ ჩათვლის, რომ მან ის ინფორმაცია გაახმოვანოს, რაც ჩემი მხრიდან არ შეიძლება გავრცელდეს, გაახმოვანებს. ჩვენი პრიორიტეტი პატიმრების უსაფრთხოების დაცვაა.

ისეთი პატიმრები გვყავს, რომელთა შესახებ ვფიქრობთ, რომ მათ უსაფრთხოებაზე უფრო მეტად უნდა ვიზრუნოთ. ადამიანები არიან, რომელთა მიმართ უსაფრთხოების განსაკუთრებულ ზომებს ვიყენებთ და ამ თვალსაზრისით, პრობლემებს არ შევქმნით“, – განაცხადა კახიშვილმა.

პროკურატურის თანამშრომლებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მაღალი იერარქიის სასულიერო პირის შესაძლო მკვლელობის მომზადების ფაქტზე, ბრალდებულის სახით დეკანოზი გიორგი მამალაძე 10 თებერვალს, გერმანიაში გამგზავრებამდე დააკავეს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, გიორგი მამალაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დეკანოზი გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებს.

banner
წინა სტატიაში„ვიზეარი“ ქუთაისიდან დიდი ბრიტანეთის მიმართულებით პირდაპირი ავიარეისის შესრულებას იწყებს
შემდეგი სტატია„ჩემი შიში აქვთ” – ქორეპისკოპოსი იაკობი მეუფე პეტრეს პასუხობს