კახიძე: იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატურებს მხარს არ დავუჭერთ

“ევროპული საქართველო” იურიდიული კომიტეტის მიერ წარმოდგენილი იუსტიციის საბჭოს წევრობის კანდიდატურებს მხარს არ დაუჭერს. ამის შესახებ ოთარ კახიძემ თქვა.

“მთავარი პრობლემა, რომელიც აქვს სასამართლო ხელისუფლებას, ეს არის პირთა ვიწრო ჯგუფი, რომელიც ამ სასამართლო ხელისუფლებას ივანიშვილს უქვემდებარებს. ჩვენ მთავარი შეკითხვები გვქონდა სწორედ ამ პრობლემის ირგვლივ, თუმცა სამწუხაროდ, კანდიდატების აბსოლუტური უმრავლესობა ამ პრობლემის არსებობას არ აღიარებს. მათ არანაირი გზა აღნიშნული გამოწვევის დასაძლევად არ წარმოუდგენიათ, შესაბამისად, “ევროპული საქართველო” ამ კანდიდატებს მხარს ვერ დაუჭერს”, – განაცხადა ოთარ კახიძემ.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: 5%-იანი ბარიერის დაწევა პოლიტიკურ დაქსასულობას გამოიწვევს
შემდეგი სტატიაირაკლი ჩხვირკიამ სასამართლოს სხდომაზე სუს-ის თანამშრომლების ყოფნა გააპროტესტა