კახი კალაძე შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაციისთვის 10 000 ლარს გადარიცხავს

საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახი კალაძე მსახიობ შორენა ბეგაშვილის შვილის ოპერაციისთვის 10 000 ლარს გადარიცხავს.

ამის შესახებ ინფორმაციასენერგეტიკის სამინისტროში ადასტურებენ. როგორც სამინისტროში აღნიშნეს, თანხას მინისტრი პირადი თანხებიდან დაფარავს.

მსახიობ შორენა ბეგაშვილის ქალიშვილს, ევა ბარბაქაძეს თურქეთის საავადმყოფოში 1 საათში საოპერაციოდ შეიყვანენ.

ამის შესახებ რუთავი 2-ის საერთაშორისო პროექტების პროდიუსერი, სალომე ლილუაშვილი ფიესბუკის გვერდზე წერს.

“ევა 1 საათში საოპერაციოდ შეჰყავთ. მანამდე კი, ოფიციალური ცნობები ამ დროისთვის:
ძალიან დიდი მადლობა კახი კალაძეს, რომელიც ევასთვის 10 000 ლარს გადარიცხავს!
დიდი მადლობა ჯანდაცვის სამინისტროს, რომელიც საკუთარი ფონდიდან 10 000 დოლარს რიცხავს.

და, რაც მთავარია, მადლობა ყოველ ადამიანს, ვინც საკუთარი ბიუჯეტიდან ნებისმიერი ოდენობის თანხას რიცხავს შორენა ბეგაშვილის ანგარიშის ნომრებზე.
გავაგრძელოთ, ვისაც როგორ შეგიძლიათ. ფაქტია, როცა ბევრნი ვართ და ერთ საქმეს ვემსახურებით, მცირედიც მნიშვნელოვნად აისახება თანხის საბოლოო კალკულაციაზე.

ევას ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მუდმივად მოგაწვდით ყველა სიახლეს – თქვენი დახმარებით, პოზიტიურს!” – წერს სალომე.

banner
წინა სტატიაშიდავით ბაქრაძე: ბოლო 4 წელია, აქ ფაქტობრივად გაჩერდა დრო
შემდეგი სტატიამთავარი მევახშე და ხალხის სულის ამომხდელი ამ ქვეყანაში არის ბიძინა ივანიშვილი