კახი კალაძე მიიჩნევს, რომ განვითარებული პროცესები ვიზალიბერალიზაციაზე არ აისახება

ვიცე პრემიერი რუსთავი 2-თან დაკავშირებით მიმდინარე პროცესებს კვლავ ორ სუბიექტს შორის სასამრთლო დავად აფასებს. კახი კალაძის განცხადებით, განვითარებული მოვლენები ვიზალიბერალიზაციის პროცესზე არავითარ გავლენას არ მოახდენს.

“როდესაც საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება ნორმის შეჩერებასთან დაკავშირებით, დარწმუნებული ვარ, გარკვეული პიროვნებებისთვის ეს იყო მიუღებელი, თუმცა გარკვეულისთვის მისაღები. მეორე გადაწყვეტილებაზე, რომელიც მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ მიიღო, ანალოგიურად შეიძლება ვიმსჯელოთ,“ – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითბილისის მერი გზის სამუშაოების შეფერხებაზე განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატია“რუსთავი 2”-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებს კიდევ ერთხელ ეხმაურება ევროკავშირის ელჩი საქართველოში