კახი კალაძე: “ხუდონჰესი” აშენდება

ენერგეტიკის მინისტრი აცხადებს, რომ “ხუდონჰესი” აშენდება. კახა კალაძის თქმით, მიმდინარეობს მოლაპარაკებები.

“აშენდება, რადგან ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი პროექტია, ენერგეტიკულ და ეკონომიკურ ჭრილში. ასეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება ხელს უწყობს ქვეყნის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ მხოლოდ მივესალმებით”, – ამბობს კალაძე.

ინდური კომპანია “ტრანს ელექტრიკას” დირექტორი კი აცხადებს, რომ პროექტი შეჩერებულია. დავით მირცხულავას თქმით, ჰესის მშენებლობა წელს და სავარაუდოდ მომავალ წელსაც არ დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირის საბჭომ დაამტკიცა ცვლილება რეგულაციაში–უვიზო მიმოსვლა საქართველოსთვის
შემდეგი სტატია“ინფორმაცია, რომელიც მოდის სხვადასხვა წყაროებიდან არის ძალიან საგანგაშო” – კაპანაძე ე.წ აფხაზეთის რკინიგზასთან დაკავშირებით