კახეთში უამინდობის გამო ელექტროგადამცემი ხაზები დაზიანდა

ენერგეტიკის მინისტრის მოადგილემ ირაკლი ხმალაძემ უამინდობის მიზეზით კახეთის ენერგოსისტემაში შექმნილი მდგომარეობის შესახებ ბრიფინგი გამართა.

უამინდობამ პრობლემები ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებში შექმნა.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, აღმოსავლეთ საქართველოში გაუარესებულმა ამინდმა კახეთის რეგიონში ელექტროენერგიის მიწოდებას პრობლემები შეუქმნა. უამინდობის მიზეზით ამ დროისათვის ელექტროენერგია არ მიეწოდება კახეთის რეგიონის 5 ათასამდე აბონენტს. დაზიანდა ლაგოდეხის, ყვარელის, გურჯაანისა და დედოფლის წყაროს მუნიციპალიტეტებში 10 კილოვოლტიანი ელექტროგადამცემი ხაზები.

სამინისტროს ინფორმაციით, დაზიანებები უკვე აღმოფხვრილია დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში და იქ მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს პერიოდში აღუდგება.

ამასთან, დაზიანების ყველა ადგილზე უკვე გასულები არიან „კახეთის ენერგო დისტრიბუციის“ ტექნიკური ჯგუფები და ელექტროენერგიის მიწოდების უმოკლეს ვადებში აღსადგენად კომპანია ყველაფერს აკეთებს.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამინდის პირობებიდან გამომდინარე, ლაგოდეხის, ყავრელისა და გურჯანიის მუნიციპალიტეტების მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღუდგება.

„კახეთის ენერგო დისტრიბუცია“ რეგიონში სულ 130 ათას აბონენტს ემსახურება, უამიდნობამ პრობლემები აბონენტების დაახლოებით 4 %-ს შეუქმნა.

banner
წინა სტატიაში“ხელისუფლებას მოსმენებისთვის მეტი რესურსი აქვს, ეჭვი – ერთია, ამას მტკიცებულება უნდა”
შემდეგი სტატიაბიძინა ივანიშვილი დავით უსუფაშვილისთვის პრემიერობის შეთავაზებას მტკნარ სიცრუეს უწოდებს