კახეთში, სოფელ რუისპირში ხანძრის შედეგად ვენახები დაიწვა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისპირში ხანძრის შედეგად დაიწვა რქაწითელისა და საფერავის ჯიშის ვენახები.

რუისპირში თელავის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელის, თემურ გიგაურის ინფორმაციით, სოფლიდან მოშორებით მდებარე ვენახში ცეცხლი მოსახლეობამ გვიან შენიშნა.

“სახანძრო სამაშველო სამსახურის სამი ბრიგადის ადგილზე ოპერატიულად მისვლის მიუხედავად, ორი კერძო მესაკუთრის ვენახი მთლიანად დაიწვა, მესამეს გადარჩენა შეძლეს”,- განუცხადა პირველ არხს თემურ გიგაურმა.

ამ დროისთვის ხანძარი უკვე ლიკვიდირებულია.

banner
წინა სტატიაშიგანათლების სამინისტრო დემირელის სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გადანაწილებაზე მოლაპარაკებებს რამდენიმე კერძო სკოლასთან აწარმოებს
შემდეგი სტატიალაშა შავდათუაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს