კახეთში შვილმა მოხუც დედასთან, სავარაუდოდ, სექსუალური კავშირის დამყარება სცადა

კახეთში მოხუც დედასთან სექსუალური ხასიათის ძალმომრეობითი მოქმედების ჩადენის ბრალდებით ერთი პირია დაკავებული.
არსებული ინფორმაციით, შვილს 80 წლის დედასთან სექსუალური კავშირის დამყარების მცდელობა ჰქონდა, რის გამოც ის სამართალდამცველებმა დააკვეს.

როგორც ”თაიმერს” შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, დანაშაულში ბრალდებული პირი პოლიციამ ცხელ კვალზე დააკავა.
მომხდარის დეტალებს გამოძიება იკვლევს. როგორც შსს-ში აღნიშნავენ, ამ დროისთვის ტარდება ექსპერტიზები იმის დასადგენად, მოხდა თუ არა მოხუც ქალბატონთან სექსუალური კავშირის დამყარება და აღენიშნება თუ არა დაზარალებულს ძალადობის კვალი.

banner
წინა სტატიაშიიუსტიციის მინისტრი ადასტურებს, რომ დიასპორის სამინისტრო გაუქმდება
შემდეგი სტატიასამი მეთევზე ,,ვეშაპის ნარწყევით” გამდიდრდა