კახეთში მსოფლიო რბენა წელს მესამედ იმართება

მსოფლიო რბენა წელს მესამედ იმართება კახეთში და მასში მონაწილეთა რეკორდული მაჩვენებლი – 5800 ზე მეტი მონაწილე დარეგისტრირდა. მარათონი ლოპოტას გადასახვევიდან კავკასიონის ქედის გასწვრივ ჩატარდება. პროექტი 6 კონტინენტს, 33 ქვეყანას და 100 ათასზე მეტ მორბენალს აერთიანებს.

რბენაში პროფესიონალი სპორტსმენები, მოყვარულები და ეტლით მოსარგებლე ადამიანები მონაწილეობენ. ტრადიციულად არ არსებობს ფინიშის ხაზი, მონაწილე ასპარეზობას მხოლოდ ეგრედწოდებული ფინიშის მანქანის დაწევის შემდეგ ეთიშება. მარათონი სტარტს 15:00 საათზე აიღებს.

banner
წინა სტატიაშიკათოლიკოს-პატრიარქის ნათლული კიდევ 1116 ბავშვი გახდება
შემდეგი სტატიაპატრიარქმა მრევლს კვირაცხოვლობა მიულოცა