კახეთში ძლიერმა სეტყვამ ყვარლის რაიონის რამდენიმე სოფელი დააზარალა

ძლიერმა სეტყვამ ყვარლის რაიონის სამი სოფელი დააზარალა. შილდაში, ალმატსა და საბუეში 200 ჰექტარამდე ვენახი განადგურდა. მოსახლეობის თქმით, ასევე დასეტყვილია საკარმიდამო ნაკვეთები და ბოსტნეული.

ყვარლის გამგეობის ინფორმაციით, შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც სტიქიის ზონაში ზარალს შეისწავლის.

banner
წინა სტატიაშისამართალდამცავებმა ყაჩაღობის მომზადების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
შემდეგი სტატიამიხეილ ჯანელიძე: საქართველო ევროპის აღმოსავლეთ კარიბჭეა, რომელიც ევროპის ქვეყნებს აზიასთან აკავშირებს