კახეთში 17 წლის გოგონა დაიღუპა. მიზეზი, წინასწარი ინფორმაციით, წყლის გამაცხელებლის ტექნიკური გაუმართაობაა.
შემთხვევა გურჯაანის რაიონის სოფელ ჩუმლაყში მოხდა.
ის ოჯახის წევრებმა დაღუპული აბაზანაში იპოვეს. ცხედარს ექსპერტიზა უკვე ჩაუტარდა.
მომხდარზე გამოძიებას გურჯაანის რაიონული პოლიცია აწარმოებს.