,,ერდოღანს რაც არკლავს, ყველაფერი აძლიერებს,,

კახაბერ ადამია: ,,ერდოღანს რაც არკლავს, ყველაფერი აძლიერებს,,

ვინ არის თურქეთის პრეზიდენტი? ისლამისტი დიქტატორი თუ დემოკრატი?თურქეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენების ფონზე, გადადგება თუ არა ის? ,,თაიმერის,, ამ კითხვებს ჟურნალისტი კახაბერ ადამია, რომელიც თურქულ ენასთან ერთად თანამედროვე თურქული პოლიტიკის ნიუანსების შესახებ საკმაო ინფრმაციას ფლობს, ასე პასუხობს:

erdoxani

,,ის არც ისლამისტია და არც კოსმოპოლიტი, არც დიქტატორია და თანამედროვე გაგებით – არც დემოკრატი, თუმცა საჭიროების შემხვევაში ყველა როლის მორგება შეუძლია… ის ძალიან ჭკვიანი, ორატორული ნიჭის მქონე კაცი და ძლიერი ლიდერია, რომელსაც ქარიზმასთან ერთად მართველობის განსაკუთრებული ხელწერა აქვს… მისი 13 წლიანი მმართველობის დროს ქვეყანამ ბევრი პრობლემა გადაიტანა, თუმცა ბევრ სფეროში საგრძნობლად წაიწია წინ… მან შარშან არჩევნები ფაქტიურად წააგო, მაგრამ ოპოზიციას, რომელსაც პარლამენტში ხმების 60% ჰქონდა – მისი 40%-ს წინააღმდეგ, თავისი ქმედებებით შეთანხმებისა და კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების შანსი ხელიდან გააშვებინა, ისე რომ არც თვითონ გაურიგდა რომელიმეს, რათა ხელისუბლება სხვასთან არ გაენაწილებინა… ხელმეორედ დანიშნულ არჩევნებში კი -იმედგაცრუებულმა ოპოზიციის მხარდამჭერებმა ისევ მას მისცეს ხმა და მანაც ხელისუფლებაც დაიბრუნა… მას შეუძლია, საჭირო შემთხვევაში რუსული თვიმფრიმავი ჩამოაგდოს და როცა საჭიროა ბოდიშიც მოიხადოს ამაზე… მისი პოლიტიკური მოღვაწეობა, არჩევნების მოგებისთანავე სამხედროების მიერ დამხობილ ისლამისტი ერბაქანის პარტიაში დაიწყო, რის გამოც ციხეშიც კი იჯდა რამდენიმე თვე… მან ამ პრობლემასაც დააღწია თავი და ციხიდან გამოსვლის შემდეგ თანამოაზრეებთან ერთად საკუთარი ,,სამართლიანობისა და განვითარებია პარტია,, დააფუძნა, რომელიც 2003 წელს ხელისუფლებაში მოვიდა… მან ერთადერთმა, თურქეთის რესპუბლიკის ისტორიის მანძილზე, შესძლო მრისხანე გენერალიტეტისათვის კისერი მოეგრიხა… გასული წლების განმავლობაში ათეულობით გენერალი ციხეში ჩასვა, რამდენიმემ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა… ბოლო პერიოდში განხორციელებული უამრავი სისხლიანი ტერაქტების შემდომ, მან წუხელ სამხედრო გადატრიალებაც მოიგერია და გადადგომაზე არც კი ფიქობს, რამეთუ შეუძლია ყველაზე ცუდი სიტუაციებიც კი თავის სასაგებლოდ გამოიყენოს… მას თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი ჰქვია… ლიდერი, რომელსაც თურქეთი საპარლამენტო მმართველობიდან ძლიერი საპრეზიდენტო მმართველობისკენ მიჰყავს… ერდოღანის, როგორც ლიდერის გამჭრიახობას და პოლიტიკურ მოხერხებულობას, ბევრნი მის ლაზურ სისხლს უკავშირებენ… ასე თუ ისე, მისი განვლილი გზა და ბიოგრაფია გვაფიქრებინებს, რომ ,,ერდოღანს რაც არ კლავს, ყველაფერი აძლიერებს,,

 

banner
წინა სტატიაშისაბერძნეთში თურქეთიდან გაქცეული 8 ადამიანი დააკავეს
შემდეგი სტატია(+ფოტოები) “ბიბისი” თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე ფოტორეპორტაჟს აქვეყნებს