კახა ოქრიაშვილი – არ გვჭირდება ასეთი მაუწყებელი

ჩემთვის, როგორც დეპუტატისთვის, მიუღებელია, რომ მაუწყებელს ჰქონდეს 45 მილიონი ლარი ბიუჯეტი და 1%-იანი რეიტინგი. გვინდა ასეთი ხარჯი და ასეთი რეიტინგი? არ გვჭირდება ასეთი მაუწყებელი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა კახა ოქრიაშვილმა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე “მაუწყებლობის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების განხილვის დროს განაცხადა.

კახა ოქრიაშვილის განცხადებით, მაუწყებელი 5 მილიონის დამატების შემთხვევაშიც ვერ გახდება 10%-იანი რეიტინგის მქონე ტელევიზია.

„როგორც გავხადოთ უკეთესი მაუწყებელი, რეკლამის საშუალება მივცეთ და ორი მილიონი დავუმატოთ? დავუმატოთ 5 მილიონი, გავანებოთ თავი რეკლამას. გახდება 10%-იანრეიტინგიანი ტელევიზია? ვერ გახდება. მე ვფიქრობ, რომ აქ ადმინისტრირებაც ძალიან მნიშვნელოვანია. აი, რომ მივცემთ ყოველ წელს 50 მილიონს და პროცენტ-ნახევარი რომ ექნებათ რეიტინგი, უნდა გავუშვათ მთლიანად. უნდა წავიდნენ და ახლები მოვიდნენ“, – განაცხადა კახა ოქრიაშვილმა.

„მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე პარლამენტში დღეს იმსჯელეს.

banner
წინა სტატიაშიკობერიძე საზოგადოებრივი მაუწყებლის წარმომადგენელს – თქვენ ჩემს გემოვნებას კი ნუ ამოწმებთ, განმარტება გააკეთეთ
შემდეგი სტატიაესპანური მედიის ცნობით, ბინის ძარცვის ბრალდებით ქართველები დააკავეს