კახა მიქაიას წერილი შინაგან საქმეთა მინისტრს

ეს ,,მადლობის სიგელი” ალექსანდრე ღვინჯილიას – შშს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების ფოთის ჯგუფის დეტექტივ-გამომძიებელს ეკუთვნის.
სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულების, კეთილსინდისიერი სამსახურისა და პოლიციის დღესთან დაკავშირებით, შშს მინისტრის გიორგი მღებრიშვილის ხელმოწერით.
დღეს ევროპული საქართველოს” აქტივისტი, წარსულში ცნობილი ნაციონალი და ,,ქართული ოცნების” მიერ ზონდერად სახელდებული ალექსანდრე ღვინჯილია ამ ორი დღის უკან, სოფელ დარჩელში, აწ უკვე საქვეყნოდ გახმაურებული დაპირისპირების აქტიური მონაწილეა.
ცნობისთვის: მისი პირადი ხელმძღვანელი, სამეგრელო-ზემო სვანეთის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ზაზა სურმავა 2016 წელს განსკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა- რეალიზებისთვის დააკავეს.
ბატონო მინისტრო, ბატონო გიორგი, როგორც ცნობილი კუდელის და ნაციონალის, როლანდ ახალაიას მეეზოვის ლაშა გოგიას ზუგდიდის მერად წარდგენა, ასევე ზონდერ ღვინჯილიას თქვენს მიერ დაჯილდოება, ალბათ, ,, ქართული ოცნებისთის” ,,უმნიშვნელო გადაცდომაა” და სხვა არაფერი.
ბატონო მინისტრო, ,,ქართული ოცნება” ხომ ,,უმნიშვნელო გადაცდომებისგან” შედგება და იგი ხომ ,,უმნიშვნელო გადაცდომების” ხელისუფლებაა…
არამგონია, ასეთი ,,უმნიშვნელო გადაცდომების” გასაუვნებელყოფად , მთელი სახელმწიფო რესურსი ამოქმედება იყოს საჭირო.
,, თალაკვაძე და კომპანიას” საქმიანობა ლაშა გოგიას გასარეცხად ხომ სწორედ ამისი მაგალითია, თქვენი ,,ოპონენტების” მიერ ღვინჯილიას ,,მადლობის სიგელის” ტირაჟირების გამო ზუგდიდში თქვენი ხელქვეითების თითქმის ყაზარმულ მდგომარეობაში გადაყვანაც ხომ ,,ქართული ოცნების” სრულ მობილიზაციაზე მეტყველებს.
არ არის საჭირო საარჩევნო გარემოს ასე დაძაბვა,
ეს ხომ მხოლოდ ,,გადაცდომებია” და სხვა არაფერი!
ეს ხომ თქვენა ხართ – ,,ქართული ოცნება!!!”
P.S. ,,არ გათეთრდების ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა”-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

 

 

 

banner
წინა სტატიაშიბათუმში, გორგილაძის ქუჩაზე განთავსებულ საარჩევნო დაფებთან ინციდენტი მოხდა
შემდეგი სტატიამარგველაშვილი კონსტიტუციას ხელს აწერს