კახა მიქაია:”მშრომელების” დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებამ უარი თქვა, ,,ჩვენი დიდი ძმისა და მეზობლის” სურვილზე, ,,დახმარებოდა” მისგან ოკუპირებულ ჩვენს სამშობლოს

“ხანძარი ბორჯომისა და ატენის ხეობებში ფაქტიურად ლიკვიდირებულია, მიუხედავად ხელისუფლების მხრიდან აშკარად დაგვიანებული რეაგირებისა, განსაკუთრებით ბორჯომის ხეობაში განვითარებულ სტიქიურ მოვლენებზე, შესაძლებელი გახდა ცეცხლის კერების ჩაქრობა და მოსახლეობის და მათი სახცოვრისის დაცვა.
იმედია, ხელისუფლება მომავალში უფრო მობილიზებული იქნება სხვადასხვა სახელმწიფო სტრუქტურებს შორის ურთიერთკოორდინირებისა და პრევენციული ზომების წინასწარ მიღების თვალსაზრისით.
ვფიქრობ, თითოეული ჩვენთაგანი უნდა განიმსჭვალოს სიამაყისა და მადლიერების გარძნობით იმ უბრალო ადამიანებისადმი(მეხანძრეები, მაშველები, მოხალისეები, პოლიციელები, ჯარისკაცები), რომლებიც სიცოცხლის რისკის ფასად ებრძოდნენ ხანძარს.
მართლაც მძიმე საყურებელია გადამწვარი ბორჯომის ულამაზესი ხეობა.
P.S. აღსანიშნავია, რომ ,,მშრომელების” დაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, ხელისუფლებამ უარი თქვა, ,,ჩვენი დიდი ძმისა და მეზობლის” სურვილზე, ,,დახმარებოდა” მისგან ოკუპირებულ ჩვენს სამშობლოს-წერს კახა მიქაია “ფესბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაშიიან კელი: ჩვენ ველოდებით საქართველოს მთავრობისგან, კონკრეტულად რაში სჭირდებათ დახმარება
შემდეგი სტატიასალომე სამადაშვილი – „ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის სტიქიის ზონაში 2 ათასი მოხალისე გააგზავნოს