კახა მიქაია-რადიკალური ცვლილებების გარეშე, მომავალ არჩევნებში დღევანდელი ხელისუფლების ლეგიტიმაცია დაბალი იქნება

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

 

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში?

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია

” ოცნების” შედარება ნაციონალებთან არ შეიძლება, მაგრამ ე.წ კოჰაბიტაცია სამეგრელოში რთულად მიმდინარეობს. ნაციონალების რეჟიმმა მძიმე კვალი დატოვა იქ, ამიტომ მოსახლეობას ამ მდგომარეობიდან გამოსვლაში ხელისუფლებაც უნდა დახმარებოდა, მაგრამ ასე არ მოხდა. ყოფილი “ზონდერები”, როლანდ ახალაის შტაბის უფროსები, ექსნაციონალები და გამყალბებლები პოსტებზე არიან,მაგრამ აუცილებლად დასრულდება-ხალხს სურს ასე და მისი ნება უზენაესია. ისინი, ვინც მაშინ რეჟიმს ებრძოდა და პროტესტს გამოხატავადა, დღეს ხელისუფლებაში იგივე სახეებს ხედავენ, რაც შეურაცმყოფელი და საშიშია. თუ “ოცნება” არ გაითვალისწინებს საზოგადოების მოთხოვნებს, მისთვის ყველაფერი ბანალური ჭეშმარიტებით დასრულდება-აღარ აირჩევენ. არ  მგონია, “ოცნებამ” ეს არ იცოდეს”-აცხადებს გაზეთ “ვერსიასათვის” მიცემულ ინტერვიუში “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

” ბევრ რამეს ახლაც ვაპროტესტებ და დიახ,  ჩემი აქტიურობის გამო, ჩემს წინააღმდეგ ნაჯახიც გამოიყენეს. ეს ყოფილმა ვითომ ზვიადისტებმა, სააკაშვილის მომხრემ და ამჟამად “ოცნების” წევრმა გააკეთა, რომლის შვილიც ინფრასტუქტურის განყოფილების უფროსია გუბერნიაში.შონიას რაც შეეხება მასზე იუმორით გეტყვიტ-გუბერნატორია და მეტი არაფერი. დამიჯერეთ “ოცნების მიმართ ჩემი კრიტიკა ყოველთვის პოზიტიურია, მინდა რაღაც უკეთესობისკენ შეიცვალოს. ახლაც ეს იყო ჩემი მიზანი: საკრებულოს ის საკითხები განეხილა, რაზეც მსჯელობის მოსმენა ხალხსაც სურს და არა მხოლოდ  საკუთარი ხელფასები და პრემიები. ყველას ვეუბნებოდი, არ მაინტერესებს, რას ლაპარაკობენ პოლიტიკურ კულუარებში-მთავარია,  რას ამბობს ხალხი-მეთქი. იმის უნარი ნამდვილად მაქვს, ხალხის აზრი გავაანალიზო და ხელისუფლებას გავაცნო. რადიკალური ცვლილებების გარეშე შესაძლოა , მომავალ არჩევნებზე, ხელისუფლების ლეგიტიმაცია ძალიან დაბალი იყოს,მაგრამ, ჩანს, ამ საკითხებზე მსჯელობა “ოცნებაში” პორტირებულ ნაციონალებს არ სურთ”-აცხადებს მიქაია და აქვე საკრებულოში შექმნილ ვითარებაზეც ამახვილებს ყურადრებას.

"ქართულ ოცნებაში" კვალიფიციური სპიკერების დეფიციტია–კახა მიქაია განცხადებას ავრცელებს

“საკრებულოს წევრებისათვის არაფერი დამიმალავს, პირდაპირ ვუთახრი, რომ ბოიკოტის რეჟიმზე გადავდიოდი.”პორტირებულები” კი ბევრნი არიან: საკრებულოს თავმჯდომარეც და “ოცნების”  ფრაქციის თავმჯდომარე ყოფილი ნაციონალები არიან, მეტი რაღაა სალაპარაკო. ჩემი მცდელობა ამ ხალხმა მტრობად აღიქვა და უკვირდათ, საერთოდ რატომ ვაკრიტიკებდი. დღესაც ხელისუფლებაში მყოფი ერთი კაცი მეკითხებოდა, როგორ ახერხებ,რომ კველა ხელისუფლების ოპოზიციაში ხარო. მე კი ის უფრო მიკვირს, ის და მისნაირები როგორ ახერხებენ, რომ ყველა ხელისუფლების საცობი იყვნენ?! როგორ შეიძლება , ისევ ამ ხალხს ხედავდე პოსტებზე, ვისმა გუნდმაც ჩვენს კუთხეს გადაუარა. რაც ჩემმა რეგიონმა გადაიტანა, სხვას არ  გამოუცდია და “კასრების კადრები” ამ ტანჯვის ნაწილია.სააკაშვილმა მთელი სამეგრელოს გაუპატიურება მოინდომა! შიში, უბედურებაში ვცხოვრობდით, არ ვიცოდით როდის რა შეგვემთხვეოდა.ადამინებს შეურაცყოფას აყენებდნენ, თავს ესხმოდნენ, აუპატიურებდნენ, ხოცავდნენ, იტაცებდნენ, მერე არჩევნებზე მიჰყავდათ და 5 ნომერს ახაზვინებდნე-იცით ეს არის აუტანელი!  მე კი ამ ყველაფრის შუაგულში ვიყავი, სულ რამდენიმე ადამინთან ერთად. მაშინ ჩვეულებრივ კი არა,უღრმეს უმცირესობაში ვიყავი, მაგრამ არ გავჩერდი და ჩვენი მაინც ისმოდა სამეგრელოდან.ამიტომ როლანდ ახალაიასა და მის პორტირებულ ნაცებს  ნუ ეგონებათ,ტრიბუნა წამართვეს-ჩემი ხმა ისევ ისმის სამეგრელოდან!-აცხადებს გაზეთ “ვერსიასთან” კახა მიქაია.

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო დავით ჭოჭუას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
შემდეგი სტატია„თალიზმა“ მსოფლიო რეკორდი დაამყარა!