კახა მიქაია თანაქალაქელებს მიმართავს

გიხაროდენ!!!

“ჩემო თანაქალაქელებო! მე ამ ბრიფინგებით ვეცადე, კიდევ ერთხელ თვალნათლივ დამენახებინა თქვენთვის თუ როგორი ქოსატყუილა და ავანტიურისტი პოლიტიკოსები არიან დღეს პოლიტიკურ ავანსცენაზე. შესაძლოა ბევრ თვენთაგანს ეგონა რომ, ეს, რაღაც ბლანკები, ცნობები და მანდატები იყო, ჩემთვის მხილების იარაღი, რათა თქვენს წინაშე გამეშიშვლებინა მეოცნებეები და ნაციონალები. ჩემო ზუგდიდელებო, ჩემს არქივში თითქმის სრულად ინახება ჩვენი კუთხის უახლესი ისტორიის საამაყო და ზოგჯერ სამარცხვინო ფურცლები. მინდა მერწმუნოთ, მე არავის მივცემ უფლებას მოგვატყუოს, გაგვაბითუროს და გაგვაცუროს. გვეყო ის შეურაცხყოფა, რომელიც ჩვენ ნაციონალების საშინელმა რეჟიმმა მოგვაყენა, მე ყოველთვის გეტყვით სიმართლეს. ადამიანი, რომელიც აყალბებს საკუთარ წარსულს, რადგან ესირცხვილება იგი, მისი ადგილი მომავალში არ არის, ხოლო რაც შეეხება მომავლის ხედვას და მომავლისკენ იმედის თვალით ყურებას, მას, ამის უნარი არ შესწევს, მას, ზუგდიდის სტადიონის მოედნისთვის ბეტონის ღობის შემოვლება ძალუძს მხოლოდ. ბოლოს მინდა ბიძინა ივანიშვილს ვუთხრა. ბატონო ბიძინა, მე და ჩემს თანაქალაქელებს, ნაცნობებს თუ უცნობებს, ძალიან გვინდა ხმა მივცეთ, თქვენს მიერ შექმნილ ,,ქართულ ოცნებას” და არა მელიების და კუდაგრძელიების ხელისუფლებაში დაბრუნების შიშით, სწორედ ამ მელიების მიერ ,,ქართულ ოცნებაში” ჩანერგილ ცხვრის ქურქში გახვეულ მგლებს! სად არის ბატონო ბიძინა, თქვენს მიერ შექმნილი ,,ქართული ოცნება”-აცხადებს დაიცავი საქართველოს ლიდერი კახა მიქაია.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/berdiakalanida/videos/1986788301606167/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშისენაკში, ჩხოროწყუსა და წალენჯიხაში მცხოვრები 5 ათას 500 ოჯახი ბუნებრივ აირს მიიღებს
შემდეგი სტატიანადეჟდა ბაბკინა კიდევ ერთ “შავ სიაში” შეიყვანეს