კახა მიქაია: ტელევიზორს მიჩერებულო ,,მოაზროვნე ქართულო საზოგადოებავ

ამაზრზენი და სასაცილოა ხელისუფლების რეაქცია პარლამენტის წინ მიმდინარე აქციასთან მიმართებაში.
როგორც ცნობილია, ხელისუფლება თავის მომხრეებთან ერთად ძალიან ცდილობს ზაზა სარალიძეზე ზეწოლა განახორციელოს და ასე მოაგვაროს ის პრობლემები, რომლის წინაშეც ის ამ ბოლო დღეებში დადგა.
პარლამენტის და მთავრობის ყრუ-მუნჯმა დეპუტატებმა და წევრებმაც ამოიღეს ხმა…
სახელისუფლებო მედია კი სააკაშვილის დროს ჩადენილი დანაშაულებების რეტროსპექტივით არის დაკავებული.
ერთი სიტყვით, ცალტვინათა დოღი გრძელდება.
პრემიერის საქციელის და შსს განცხადებების შემდეგ, სხვა თქვენს მიერ ჩადენილ სისულელეებს თავი რომ დავანებოთ, შვილმკვდარ მამას რა ჭკუას არიგებთ და საერთოდ რაზე ელაპარაკებით.
კუპრავა გასაგებია ვინცაა,
მაგრამ ზარდიაშვილი?
მურუსიძე?
თალაკვაძე?
მდინარაძე?
ჩინჩალაძე და კამპანია, ხომ ვერ მეტყვით ,,სუკინსინები” არ არიან?
თუ ,,სუკინსინები,” მაგრამ ,,ნაშ სინები” არიან.
იმ ,,სუკინსინებმა” მოუხნეს დედა ქართულ ოცნებას” და ახლა მიდით და კუპრავაზე ააწყვეთ მთელი თქვენი ,,სტრატეგია!” ააწყვეთ და იბოდიალეთ, ოღონდ ამ ბოდიალში ერთმანეთს არ დაეტაკოთ, ამიტომ, ჩემ ,,ძმაკაც” გოგაშვილს დაურეკეთ, მოგცემთ ,,ნაპრავლენიას” ან დაგარიგებთ მაინც, როგორც მე მარიგებდა(თავისი ჭკუით), როცა ,,მეძმაკაცებოდა.” ერთი მხრივ, მპირდებოდა არა მხოლოდ გურამ შარაძის მკვლელობას, არამედ ნაცების ყველა დანაშაულს ახდიდა ფარდას, მეორე მხრივ კი მარწმუნებდა:
,,კახა, სამეგრელოში ძალიან ბევრნი არიან ნაცები და მათი ინტერესებიც უნდა გავითვალისწინოთო”…
მიდით მიტინგზე!
ტელევიზორს მიჩერებულო ,,მოაზროვნე ქართულო საზოგადოებავ,” გაწიეთ კუპრავები და დაუდექით გვერდით, იგრძნოს შვილმკვდარმა ზაზა სარალიძემ თქვენი მხარდაჭერა თუ ერთი ადგილი გაქვთ, თქვე მართლა უტრაკოებო!!!
მაგრამ არა!
თქვენ მხოლოდ ნაცები და ცხრა წელი გაკერიათ პირზე და მხოლოდ ამის და მიტინგზე ხალხის არმისვლის იმედად ხართ.
ამასობაში კი ქვეყანა დამთავრდა და დაილია!!!-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქია.

banner
წინა სტატიაშიმივიღებ გამოწვევას ჩემი კანდიდატურის წარსადგენად მთავარი პროკურორის თანამდებობაზე
შემდეგი სტატია“აღასრულე სამართალი” – ზაზა სარალიძეს მხარდაჭერა ვარშავაში გამოუცხადეს