კახა მიქაია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს

გიხაროდენ!!!

kaxa miqaiaდღეს, დაახლოებით 13:00 საათისათვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ, ლაშა გოგიამ, ჩვენს მეგობარს, გიორგი კვარაცხელიას სთხოვა, დავით სორდიასთვის გადაეცა, რომ თუ იგი არ დაანებებდა თავს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე მისი, როგორც საკრებულოს თავმჯდომარის მხილებას მექრთამეობისა, თაღლითობისა და თანხის გამოძალვის ფაქტებზე, მაშინ იგი (ლაშა გოგია) ფიზიკურად გაუსწორდებოდა დავით სორდიას-წერს  “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

“ლაშა გოგიას სიტყვებით, ან თვითონ მოკლავდა დავით სორდიას, ან შეაკვდებოდა მას და თუ თვითონ მოახერხებდა და მოკლავდა დავით სორდიას თავს არ იცოცხლებდა. შეშფოთებულმა გიორგი კვარაცხელიამ გოგიასთან საუბრის შინაარსი დავით სორდიას ჩემს სახლში, ჩემივე თანდასწრებით გააცნო. მინდა შევახსენო საზოგადოებას, რომ ლაშა გოგია ჩვენს მიერ ამ ცოტა ხნის წინ მხილებულ იქნა მექრთამეობასა და თაღლითობაში, რასაც აქტიურად ვაპროტესტებდით მე და დავით სორდია.”

მივმართავ ხელისუფლებას! საკრებულოს თავმჯდომარე, რომელიც ასე ღიად და დაუფარავად ემუქრება მოქალაქეს და ავლენს ფსიქიკურ არამდგრადობას, სრულიად შეუსაბამო და სახიფათოა დაკავებული თანამდებობისთვის! მივმართავ ასევე სამეგრელო- ზემო სვანეთის გუბერნატორს ლევან შონიას, რომელიც გამუდმებით იცავს ლაშა გოგიას და არამხოლოდ მას (როლანდ ახალაიას შტაბის აქტიურ წევრს, ამჟამად ქალაქის საკრებულოს თავმჯდომრის აპარატის უფროსს გრიგოლ მიქავას, რომლის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამრთლის საქმე ჩემს მიმართ ჩადენილი დანაშაულის გამო. ოთარ კოდუას, რომელიც არის სამხარეო ადმინისტრაციაში რეგიონალური პროექტების კოორდინატორის დავით კოდუას მამა, რომლის წინააღმდეგაც აღძრულია სისხლის სამართლის საქმე ჩემს მიმართ ნაჯახით მუქარის გამო)- მოუარეთ ,,ქართულ ოცნება”-ში თქვენს მიერ პორტირებულ ნაციონალებს. (საზოგადოებას შევახსენებ, რომ ლაშა გოგია როლანდ ახალაიას კუდ-ის ყოფილი თანამშრომელია). მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას! გამოიძიეთ დღევანდელი მუქარის ფაქტის ჩათვლით ყველა ის საქმე, რომელიც ჩემთან და ჩემს მეგობრებთან არის დაკავშირებული და რომელიც გუბერნატორ შონიას მითითებით სამეგრელო- ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურას თაროზე აქვს შემოდებული. ვაფრთხილებ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს! მე, ჩემს მეგობრებთან ერთად კვლავაც გავაგრძელებ ქართულ ოცნებაში პორტირებული ნაციონალების მხილებას ძალადობაში, მექრთამეობასა და თაღლითობაში! და თუ ჩვენს მიმართ განხორციელდება რაიმე სახის ძალადობა და პროვოკაცია, სრულ პასუხისმგებლობას ვაკისრებ გუბერნატორ შონიას და სამეგრელოს ხელისუფლებას-წერს კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშითბილისის ანძა მწვანედ განათდა
შემდეგი სტატიაამერიკელი სამხედროები კუნდუზას ჰოსპიტალის დაბომბვისთვის დასაჯ