კახა მიქაია: საკითხავია – რამდენად მოისურვებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პოლიტიკური რეალობის შეცვლას

გიხაროდენ!!!აუცილებლად მოხდება პოლიტიკური ძვრები! დარწმუნებული ვარ, 2020 წლისთვის საზოგადოებაში გაჩნდება, არსებულ პოლიტიკურ პარტიათა გაერთიანება-გამსხვილების, ან სულაც ახალი პოლიტიკური ცენტრის წარმოქმნის სურვილი. ამ პროცესებში, რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელი იქნება ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. თუ ბიძინა ივანიშვილს არ უნდა, იგივე ბედი ეწიოს «ქართულ ოცნებას», როგორიც მის წინამორბედებს, «ნაციონალურ მოძრაობასა» და «მოქალაქეთა კავშირს», მან უნდა უზრუნველყოს ძალთა ბალანსი პოლიტიკაში. ამის რესურსი, დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე, აქვს მხოლოდ ბიძინა ივანიშვილს. თუ მან უზრუნველყო და დაუშვა პოლიტიკურ ძალთა ბალანსის პრეცედენტი საქართველოში, გადავურჩებით პოლიტიკურ კატაკლიზმებს, თუ არადა, პოლიტიკური კატაკლიზმები გარდაუვალია.

შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს, რომ ბიძინა ივანიშვილი დისტანცირებას ახდენს «ქართული ოცნებისგან», დღევანდელი მოცემულობით, ქართულ პოლიტიკაში არის ერთადერთი პოლიტიკური ფიგურა, ბიძინა ივანიშვილის სახით, რომელსაც შეუძლია, საზოგადოებას დაეხმაროს, მის წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაში. საკითხავი მხოლოდ ისაა – რამდენად მოისურვებს ბიძინა ივანიშვილი საქართველოში პოლიტიკური რეალობის შეცვლას.
არ შეიძლება საქართველოში იყოს ერთპარტიული მმართველობა,
არ შეიძლება ერთ პარტიას ჰქონდეს კონსტიტუციური უმრავლესობა,
არ შეიძლება ჯალათების პარტია იყოს მთავარი ოპოზიციური ძალა,
არ შეიძლება ხალხს ასეთი შეურაცხყოფა მიაყენო, რადგან ბოლოს საზოგადოების მოთმინების ფიალა აივსება და…

თუ ვინმეს ჰგონია, კახა კალაძე ოპოზიციაში წავა, «ქართულ ოცნებას» დაშლის და დემოკრატიულ პროცესებს დაიწყებს საქართველოში, მინდა იმედები გავუცრუო! თუ დააკვირდით კახა კალაძის წინასაარჩევნო კამპანიას, ის ისე საუბრობდა «ქართული ოცნების» მიერ შექმნილ და გადაუჭრელ პრობლემებზე, თითქოს ეს ოთხი წელი მე ვიყავი ხელისუფლებაში. ამ ფარსში ცხოვრების გაგრძელება აღარ შეიძლება!.. ნარმანია არის «ქართული ოცნების» ღვიძლი შვილი. შეიძლება ვიღაც გაწირონ ხელისუფლების დაბალ ეშელონებში, მაგრამ ნარმანიას არავინ დაიჭერს… არც იმის მჯერა, რომ კალაძე ოპოზიციაში წავა და «ქართულ ოცნებას» დაუპირისპირდება. სერიული დაჭერები ქვეყანაში არ იქნება, რაც კალაძემ დააანონსა, არის პიარის ნაწილი, მეტი არაფერი!.. იმდენად არარეალურია ეს ყველაფერი და იმდენად სასაცილო იყო, «ქართული ოცნების» მიერ ისევ «ქართული ოცნების» კრიტიკა, რომ ვფიქრობ ამაზე საუბარი არც კი ღირს…

 

კახა მიქაია

 

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: აუცილებლად გაჩნდება ლიდერი და ლიდერებიც კი!
შემდეგი სტატიაერაყი, ISIS-ის მებრძოლთა ცოლ-შვილებს ქვეყნიდან აძევებს