კახა მიქაია: “პრეზიდენტი წავა და მეფე მოვა ,,ტურფასა საბაღნაროსა”

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

“გია ვოლსკი: ,,2024 წელიც მალე მოვა!”
უჰ, გაგახაროს ღმერთმა!
დარწმუნებული ვარ, დიანა ტრაპაიძის ,,დღის ამბებში,” ვოლსკის მიერ ჩვენთვის ნატყორცნი ეს მასიჯი დღეს, უმრავლესობის შეხვედრაზე ,,სიღრმისეული” და ,,ყოვლისმომცველი” განსჯის შედეგია, რომელმაც ამომრჩევლებს მომავლის იმედი ჩაგვისახა, როგორც ჩანს, არ ვყოფილვართ მთლად განწირულები და რაც მთავარია, ეს იმას ნიშნავს, მეგობრებო, რომ თუ დღეს ვოლსკის, პარლამენტის თავმჯდომარეს, თალაკვაძეს, მდინარაძეს და სხვა ,,პროგრესულად” მოაზროვნე პარლამენტარებს, ,,ნაკლებად პროგრესულმა” მაჟორიტარებმა, ოქრიაშვილმა, გოგიჩაიშვილმა, ჭიჭინაძემ და ჩვენმა ედიშერ თოლორაიამ ერთი ადგილი გადაუღუნეს, 2024 წლისთვის თავად აღმოჩნდებიან გადაღუნულები.
აქვე მინდა სკეპტიკოსებისთვის და კრიტიკოსებისთვის განვაცხადო!
მეგობრებო, კონსტიტუციური რეფორმის საერთო-სახალხო განხილვას უშედეგოდ არ ჩაუვლია, ამ შეხვადრების დროს ჩვენს პარლამენტარებს(ურავლესობიდან) შესაძლებლობა მიეცათ პირდაპირი კონტაქტი დაემყარებინათ ამომრჩეველთან და ამით აემაღლებინათ ,,იდეურპოლიტიკური დონე” (რაც ეტყობათ კიდევაც, ფილარმონიაში გამართული შეხვედრიდან გამომდინარე).
რაც შეეხება ოპოზიციას, თუ დავფიქრდებით, მისთვის სახრავად გადაგდებული ხუთი პროცენტიდან სამ პროცენტამდე დაწეული საარჩევნო ბარიერი, შვიდი წლის განმავლობაში პოლიტიკურ ზედაპირზე ტივტივის შესაძლებლობას გარანტირებულად უზრუნველყოფს.
ასე რომ, გალაქტიონივით, ამ შვიდწლიან ზამთარს როგორმე თუ გადავურჩით და როგორმე ქარმაც თუ მიგვატოვა, პოლიტსინოპტიკოსების ვარაუდით, 2024 წელს ნამდვილად მოვა გაზაფზული.
P.S. მანამ კი, პრეზიდენტი წავა და მეფე მოვა ,,ტურფასა საბაღნაროსა.”

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი: ამოიგდეთ თუ შეიძლება თავიდან ეს დესტრუქციული აზრები ჩემს მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით
შემდეგი სტატიარუსეთის თავდაცვის მინისტრის თვითმფრინავს NATO-ს ავიაგანადგურებელი მიუახლოვდა