კახა მიქაია: „ოცნებას“  ექსტრადირებული  და „მატროსოვის“ ციხეში მჯდარი სააკაშვილის ეშინია!“

გიხაროდენ!!!

„დღეს „ნიუსს“ მიხეილ სააკაშვილი ქმნის. სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის წართმევა პოროშენკოს კატასტროფული და საბედისწერო შეცდომა იყო, რომელმაც უკრაინის საზოგადოებასა და ოპოზიციას ახალი ლიდერის წარმოშობის შანსი გაუჩინა, ისეთი ლიდერისა, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში შეძლებს გარკვეული მუხტის წარმოქმნას და პროცესების მართვას,“ – აცხადებს „თაიმერთან“ საუბრისას „დაიცავის საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია:

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

– პოროშენკოს კატასტროფულმა და საბედისწერო შეცდომამ, სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის წართმევამ, უკრაინის საზოგადოებასა და ოპოზიციაში ახალი ლიდერის წარმოშობის შანსი შექმნა, რომელიც კრიზისულ სიტუაციაში შესძლებს გარკვეული მუხტის წარმოქმნას და პროცესების მართვას. მიხეილ სააკაშვილი, ჩვენდა სამწუხაროდ, არის ამის სპეციალისტი. პოროშენკოს შეცდომამ წარმოშვა მიხეილ სააკაშვილი როგორც უკრაინაში ოპოზიციის ახალი ლიდერი და რაც მთავარია, საქართველოში და უკრაინაშიც უკვე ფაქტობრივად “განულებული” და გაკოტრებული სააკაშვილი, პოროშენკოს შეცდომამ აქცია ლიდერად, გაუჩინა მას იმის შანსი, რომ გახდეს ხელისუფლებაში მოსვლის რეალური კანდიდატი.
– როგორ იმოქმედებს ეს საქართველოზე?
– თუ ვინმე ფიქრობს , რომ საქართველოსა და უკრაინაში მიმდინარე მოვლენები ცალ-ცალკე უნდა განვიხილოთ, რომ ჩვენთვის მნიშვნელობა არა აქვს იმას თუ რა ხდება უკრაინაში, რომ თითქოს ეს ჩვენ არ გვეხება – ეს არის სირაქლემას პოზიცია. მე მახსოვს, როდესაც დაიწყო ეს პროცესები, ხელისუფლების წარმომადგენლები და ექსპერტები საუბრობდნენ იმის შესახებ თუ რამდენად სჭირდებოდა საქართველოს სააკაშვილის ექსტრადიციის მოთხოვნა. გავიხსენოთ პრანკერების ცნობილი საქმე, რომელზეც წამოეგო შინაგან საქმეთა მინისტრი. ზოგიერთი იმასაც კი ამბობდა, ლოცვა უნდა აღვავლინოთ, რომ პოროშენკომ არ დაიჭიროს სააკაშვილი და ჩვენ არ გადმოგვცესო! იმის შესახებაც ბჭობდნენ თუ რა მოხდება აქ სააკაშვილის გადმოცემის შემდეგ! უეჭველია, რომ უკრაინაში მიმდინარე მოვლენები საქართველოზე იქონიებს გავლენას და როდესაც ხელისუფლების რეაქციას ვაკვირდები, მეუფლება განცდა, რომ საქართველოს მთავრობა შეპყრობილია არასრულფასოვნების კომპლექსით. ის არის აბსოლუტურად არაადექვატური და შეშინებული.
– შეშინებული?
– დიახ, შეშინებული. ერთი წუთით წარმოიდგინეთ, რომ სააკაშვილმა აქეთ გადმოიტანოს ეს პროცესები.
– რა მოხდება? არის ამის შანსი?
– მიშა სააკაშვილზე როდესაც ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს ერთი რამ – სააკაშვილი გარანტიის გარეშე “არ მოუკიდებს სიგარეტს”. სააკაშვილს როდესაც გაუჩნდა შანსი, მან გარკვეული ძალებისგან მიიღო გარანტია, რომ ეს ნაბიჯები გადაედგა. ასე რომ, ყველაფერია მოსალოდნელი. ამიტომ ხელისუფლების გასაგონად მინდა ვთქვა – ბიჭებო, ჩემო კარგებო, ხუთი წლის თავზე მაინც მიხვდით, რომ თქვენ არ ხართ არც ფეხბურთის და არც რაგბის მოედანზე, არც კალათბურთის დარბაზში და არც საცურაო აუზში, არც ქართუ ბანკის სალაროებში და არც მის ფილიალებში. თქვენ ხართ ხელისუფლებაში და იმოქმედეთ ისე, როგორც შეჰფერის ხელისუფლებას, ნუ გაიხდით თავს დასაცინად!პოლიტიკურ კალენდარზე ახალი დღის წესრიგია!
– ექსტრადიციის შემთხვევაში საქართველო არის მზად იმ მოვლენებისთვის რაც შესაძლოა მოჰყვეს მას?
– მღებრიშვილის საუბარი პრანკერებთან არის დღევანდელი ხელისუფლების ნამდვილი სახე. რაც არ უნდა თქვას წულუკიანმა, კალაძემ და ა.შ., პრანკერების ჩანაწერმა ცხადყო, რომ ხელისუფლებას ეშინია ექსტრადირებული მიხეილ სააკაშვილის, მატროსოვის ციხეში მჯდარი მიხეილ სააკაშვილის, რაც არ უნდა სამწუხაროდ ჟღერდეს ეს. არ გავაგრძელებ… საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ნაბიჯი, რომელსაც იგი გადადგამს, უნდა გადადგას ცივი გონებით და გაბედულად. მიხელ სააკაშვილი თავისი ავანტიურისტიული თვისებებით და შესაძლებობებით შეიძლება რუსეთმაც გამოიყენოს როგორც საქართველოს, ასევე უკრაინის წინააღმდეგ. ამიტომ უკრაინისა და საქართველოს მიზანია, არ დაუშვას ეს და თავად გამოიყენოს მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი რუსეთის წინააღმდეგ. ამას თუ შესძლებს ორივე ხელისუფლება, მაშინ ყველაფერი იქნება კარგად. ყველაფერი დამოკიდებული იქნება არა მიხეილ სააკაშვილზე, არამედ უკრაინისა და საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმულ პოლიტიკურ ნაბიჯებზე. ჯერჯერობთ ასეთ გონიერებას ვერ ვხედავ.
მიუხედავად ჩემი დამოკიდებულებისა მიხეილ სააკაშვილის მიმართ, რომელიც არ შეცვლილა და არც შეიცვლება, როგორც დავიწყე ისე დავამთავრებ – დღეს, სამწუხაროდ, მიხეილ სააკაშვილი ქმნის პოლიტიკურ “ნიუსს” და მის პოლიტიკურ ქმედებებზე ბევრი რამ არის დამოკიდებული, მათ შორის, თუ როგორ განვითარდება მოვლენები არა მხოლოდ უკრაინაში, არამედ საქართველოშიც. როგორც არ უნდა დაფაროს და უგულველყოს ეს არასრულფასოვნების კომპლექსით შეპყრობილმა საქართველოს ხელისუფლებამ. ჩვენ გვაქვს ერთადერთი არჩევანი – ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე. საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ჩვენი სასწრაფო ინტეგრაცია მოხდეს ამ სივრცეში რათა დავიცვათ თავი რუსეთის აგრესიისგან. ჩვენი ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანება არის სახელმწიფოებრიობის შენარჩუნების ერთადერთი გარანტია. აქ კითხვის ნიშანი არ დაისმის. ჩვენ არჩევანი არ გვაქვს.
აქედან გამომდინარე, ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გაითვალისწინონ უკრაინაში და საქართველოში შექმნილი სიტუაცია, დააჩქარონ ჩვენი ინტეგრაცია ამ სივრცეში და მიხეილ სააკაშვილის ფაქტორი არ აქციონ ჩვენი ქვეყნების ამ სივრცეში გაწევრიანების გზაზე მთავარ დაბრკოლებად.

– ბატონო კახა, საქართველო თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. თქვენი აზრით, როგორია საარჩევნო გარემო?
– რამდენიმე დღის წინ, გურიაში ქართული ოცნების მიერ მერობის კანდიდატების წარდგენისას ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ადიკო ივანიშვილმა, “ქართულ ოცნებას” უთხრა, რომ თქვენ “ქართული ოცნება” კი არა, უკვე ახდენილი ოცნება ხართ და სახელი გადაირქვითო. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ძმა დაგიწყებს “შაყირს” და “ღადავს”, მაშინ მართლა “საღადაოდაა” შენი საქმე.
“ქართული ოცნება” სულ პირდებოდა ხალხს – პირველი წელიწადი მეორე წელიწადზე უკეთესი იქნებაო, მაგრამ პირიქით მოხდა. ხომ დაანონსეს 2012 წელს, პირველი წელიწადი მეორეზე უკეთესი იქნებაო, მეორე კი – მესამეზეო, გახსოვთ ალბათ. ფაქტობრივად როგორ გამოვიდა იცით? პირველი წელი იყო ყველაზე უკეთესი, მეორე – უარესი, იმაზე უარესი გამოდგა მესამე წელი და სულ უარესობისკენ მივდივართ. სანამდე მივალთ არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილი კი ისევ არ ჩანს. მას ალბათ უკვე “უტყდება” “ქართულ ოცნებასთან” ასოცირება.
ნუთუ ამ ყველაფერს ბიძინა ივანიშვილი ვერ ხედავს?
უმჯობესია, ამ შეკითხვით თავად ბიძინა ივანიშვილს მიმართოთ
მაშინ თქვენ „მიჩალიჩეთ“ ინტერვიუს ჩაწერა ბატონ ბიძინასთან?
შენ „ჩალიჩი“ დაიწყე და თუ გაგიჭირდა, დამირეკე.

ბერდია კალანდია

banner
წინა სტატიაშიაშშ მოითხოვს აფხაზეთიდან და ე.წ. სამხრეთ ოსეთიდან რუსეთის ჯარების გაყვანას
შემდეგი სტატია,, უკრაინას შეუძლია საქართველოს სააკაშვილი არ გადასცეს იქამდე, ვიდრე მის საქმეზე ქართული სასამართლო განჩინებას არ გამოიტანს”