კახა მიქაია ლაშა ნაცვლიშვილს საღოლ გენერალო

გენერალმა ,,დაკლასა”…
ხო, არა?!…
ლ. ნაცვლიშვილი გამოგოკაგაბაშვილდა!
ალბათ, საზოგადოებას ახსოვს, ედიკას დროს ტელეეკრანზე მოციმციმე გოკა გაბაშვილი, პოლიტიკურ-მორალურ-ესტეთიკური ,,წიაღსვლებით” დახუნძლული მონოლოგების სერიით-
,,იბერია გაბრწყინდება,”
რომელსაც ცხონებული ზურა ჟვანია უმაგრებდა ზურგს და რომელიც ედიკას ხელისუფლების გაკეთილშობილებას, თან ფარულად მისთვის ძირის გამოთხრასაც ემსახურებოდა.
ამ შემთხვევაში, ძირის გამოთხრაზე რა მოგახსენოთ, მაგრამ ,,ქართული ოცნების” ხელისუფლების გაკეთილშობილების მცდელობა სახეზეა.
მეტაფორების, ეპითეტების ნაცვლიშვილისეული კორიანტელი, ,,ნაცმოძური პრომოუშენის” თანხლებით, კვირიკაშვილის მიერ ძვალგადაგდებულთა და ძვალგადასგდებთა ყურადღებას ნამდვილად იმსახურებს!
საღოლ, გენერალო,
მთლად გაბაშვილივით ვერა, მაგრამ ქართული ოცნების ,,ნამდვილ” და ნაბოზარ მომხრეთა გულის ასაჩუყებლად ნამდვილად გამოგივიდა ,,მარგველა და კამპანიას” მიჯირყვნა და ვაკის ,,სასტავისგან” აპლოდისმენტებიც ნამდვილად დაიმსახურე.
ასე გააგრძელე, გენერალო,
შენი ძმაკაცი
სულხან მოლაშვილისთვის სასიკვდილო განაჩენის გამომტანი მურუსიძე დაინდე, შენს მხარეს არსებული ,,მორალური უპირატესობით” იკეკლუცე,
არ ,,გაანადგურო”…
ხოლო დანარჩენები(,,ჭარმაგი ვენეციელის” ჩათვლით), ფეხბურთის ბურთივით აკენწლე და კალაძეს საგოლე პასივით გაუგორე,
კარი ცარიელია….

P.S. მანამდე კი ჩემო ლაშა, ჩემო ჯიმა, ,,ოცნების” შიდა დემოკრატია მომიკითხე…
სული შეუბერე,
არ ჩაგიქრეს,
ტო!…

კახა მიქაია

 

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/nutslara/videos/1097232840377747/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

 

banner
წინა სტატიაშიკახა მიქაია: ,,ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ!”
შემდეგი სტატიათურქ გლეხს მეზობელი გარეული ღორი ეგონა და ამიტომ მოკლა