კახა მიქაია: კახი კალაძეს ,,მალადეც!”

ხელისუფლების უუნარობა თუ სამართლიანობის აღდგენაზე უარის თქმა-რა ხდება სამეგრელოში

,,მალადეც,” როგორც იტყვიან, პოლიტიკურად ჩამოყალიბებული, მომავალზე ორიენტირებული და ფსიქიკურადაც მდგრადი პოლიტიკოსის განცხადებაა, რომელიც აბსოლუტურად ათვითცნობიერებს ქვეყანაში შექმნილ სიტუაციას და ადეკვატურად პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და ხელისუფლების წინაშე არსებულ გამოწვევებს.
,,კაკ მინიმუმ,” მხოლოდ ამ განცხადებებისთვის მაინც იმსახურებს იგი თბილისის მერობას!
კახა კალაძემ, გრიგოლიასთნ ეთერში, საბოლოოდ დაუსვა წერტილი ნაცების, თუ ნეონაცების თუქსუსურ მცდელობას ჩვენი გაბრიყვებისა.
ასე რომ, კარგად დაიმახსოვრეთ!!!
პრემიერობიდან წასვლის შემდეგ, ბიძინა ივანიშვილს უკანა არ მოუხედავს და მხოლოდ ხეების გადარგვა-გადატანით და შეკვეთილში დენდროლოგიური პარკის მშენებლობლობითაა დაკავებული.
მას მთავრობის არცერთ საკადრო გადაწყვეტილებაში მონაწილეობა არ მიუღია და როგორც ჩვენ, მანაც ტელევიზორიდან გაიგო მაგალითად ის, რომ ირაკლი ღარიბაშვილი თავისი ნებით გადადგა და გიორგი კვირიკაშვილის პრემიერის პოსტზე გამწესება, მონოლითურ და ერთ გუნდად შეკრულ ,,ქართულ ოცნებაში” სიღრმისეული განხილვებისა და შიდა პარტიული დემოკრატიის საფუძველზე მიღწეული კონსენსუსის შედეგი იყო.
აგრეთვე, მურუსიძიდან დაწყებული და ზარდიაშვილით დამთავრებული, ნაციონალების პორტირებაც პარტიის ოფისში ღამღამობით მიმდინარე დისკუსიებისა და აზრთა ჭიდილის შედეგად იქნა მიღწეული და ბიძინა ივანიშვილი, ამ ყველაფერს, ინტერნეტპორტალ ,,გურიანიუსის” თვალიერებისას, შემთხვევით წააწყდა.
არაფერი რომ არ ვთქვათ მთავრობისა და პარლამენტის მიერ სხვადასხვა საკანონმდებლო ინიციატივებისა და კანონების მიღებაზე, ხოლო რაც შეეხება, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებს, საარჩევნო კოდექსის და პრეზიდენტის არჩევის წესის ირგვლივ მიმდინარე ვნებათა ღელვას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს, ამ პროცესთან დაკავშირებით, ბიძინა ივანიშვილი კალაძის პათოსიდან გამომდინარე, როგორც ვატყობ, ჯერ კიდევ ინფორმირებული არ არის.
P.S. ძვირფასო მეგობრებო!
პატივცემულო საზოგადოებავ!
მოგიწოდებთ!
როგორც ხელოვნების ცნობილი მოღვაწეები, მაგალითად, გურანდა გაბუნია და სახელგანთქმული სპორტსმენები, მაგალითად, ოთარ გაბელია, ჩვენც ბატონ ბიძინასავით(როგორც, ,,ქართული ოცნების” და კახი კალაძის გულმხურვალე მხარდამჭერები), მტრის ჯინაზე, ჩვენი ნებით ჩავერთოთ საარჩევნო მარათონში, რათა შევუმსუბუქოდ ,,ქართულ ოცნებას” არჩევნების მოგება, რადგან, ბატონი კახისა არ იყოს, ,,ქართული ოცნების” წარმატება, ეს ქვეყნის წარმატების ტოლьფასია!-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი  კახა მიქაია.

 

https://youtu.be/2ITMonURaiI

banner
წინა სტატიაშიილხამ ალიევი: მსოფლიომ თვალი არ უნდა დახუჭოს უდანაშაულო ადამიანთა მკვლელობაზე
შემდეგი სტატიაცოტნე გამსახურდია ბიძინა ივანიშვილს 2013 წელს გაკეთებულ განცხადებას ახსენებს