კახა მიქაია ირაკლი კობახიძეს: „რა არ იცი, ირაკლი, ბუძა?!“

"ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე “დაიცავი საქართველოს” სამეგრელოს ორგანიზაციის ხელმძღვანელს კახა მიქაია„დაიცავი საქართველოს“ ლიდერი კახა მიქაია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმესთან მიღებულ გადაწყვეტილებაზე პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება.
როგორც მიქაია სოციალურ ქსელში წერს, მას შემდეგ, რაც კობახიძემ მთელი პოლიტიკური სპექტრი, „ენჯეოებსა“ და პრეზიდენტთან ერთად, სტრასბურგის სასამათლოზე ზეწოლაში დაადანაშაულა და ამით ევროპული სასამართლოს დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში ეჭვი შეიტანა, ბოლოს, ინგა გრიგოლიასთან საუბრისას, გადაცემაში – ,,რეაქცია,” მეტად საგულისხმო ფრაზა წარმოსთქვა: ,, თუ სტრასბურგის სასამართლო იტყვის, რომ ქიბარ ხალვაშმა გერმანიაში დევნილობისას მიხეილ სააკაშვილს ნებით გადაუფორმა „რუსთავი 2“, მაშინ მე არ ვიცი, არ ვიცი.“
„რა არ იცი, ირაკლი, ბიძია?! მაგის ცოდნას რა დიდი ამბავი სჭირდება, ბუძა?
თუ სტრასბურგმა ჩვენთვის მიუღებელი ვერდიქტი გამოიტანა, საქართველოს ხელისუფლებამ ჯერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში უნდა უჩივლოს სტრასბურგის სასამათლოს (ეს პირველი ინსტანცია) და თუ პროცესი წააგო უზენაესში, მაშინ თქვენს მიერ დაანონსებულ და იმედია, იმ დროისთვის საქართველოში, სადმე, ჩხოროწყუში ან თეთრიწყაროში უკვე არსებულ ,, პატარა სტრასბურგის სასამართლოში“ გაასაჩივროს უზენაესის უსამართლო გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, „პატარა სტრასბურგის სასამართლოს“ ღამის მორიგედ ევა გოცირიძის დანიშვნის პირობებში, სამართალი აუცილებლად შეჭამს პურს, პურს თუ არა, ქატოს მაინც!“ – წერს მიქაია და კობახიძეს მიმართავს:
„შენც ხომ დაახლოებით ასე ფიქრობ, ბუძა, ხომ?!“

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჯაფარიძე: „მსახიობების სუბსიდირება არის მავნებლობა!“
შემდეგი სტატია“დღეს ისეთი მნიშვნელოვანი დღეა, რომ ყველამ უნდა მიიღოს წმინდა ზიარება” – ილია მეორე