კახა მიქაია: დაიწყო ქართული ოცნების პოლიტიკური დეკადანსი

“ირაკლი შოთაძის გადადგომა კიდევ ერთი მაგალითია იმისა, რომ სააკაშვილის შექმნილი და ქართული ოცნების მიერ ,,სრულყოფილი” მართლმსაჯულების სისტემამ საბოლოოდ განიცადა კრახი.
დღეს უკვე ყველა ხედავს, რომ ქართული ოცნების მთავარი დაპირება, სამართლიანობის აღდგენა, აუხდენელ ოცნებად დარჩა.
ხორავას ქუჩაზე დატრიალებულმა ტრაგედიამ თვალსაჩინო და გარდაუვალი გახადა არსებული მართლმსაჯულების სისტემის ნგრევა და ცვლილებების განხორციელება.
რაც არ უნდა თავი იმართლოს ქართულმა ოცნებამ და დათმობებზე წავიდეს, ეს სიტუაციის გამოსწორებას ხელს ვერ შეუწყობს.
ვფიქრობ, დღეს პროკურატურასთან გამართული ზაზა სარალიძის მხარდამჭერი საპროტესტო აქციითა და ქართული საზოგადოების ძალისხმევით, დაიწყო ქართული ოცნების პოლიტიკური დეკადანსი-აცხადებს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშიზაზა სალარიძე: მადლობა საქართველო!
შემდეგი სტატიაანიტა რაჭველი: ორ საათში თბილისში ვარ და აქციაზე მოვდივარ!