კახა მიქაია: ბიძინა ივანიშვილის ძმა დაგიწყებს “შაყირს” და “ღადავს”, მაშინ მართლა “საღადაოდაა” შენი საქმე

"ქართულ ოცნებაში" კვალიფიციური სპიკერების დეფიციტია–კახა მიქაია განცხადებას ავრცელებს“რამდენიმე დღის წინ, გურიაში ქართული ოცნების მიერ მერობის კანდიდატების წარდგენისას ბიძინა ივანიშვილის ძმამ, ადიკო ივანიშვილმა, “ქართულ ოცნებას” უთხრა, რომ თქვენ “ქართული ოცნება” კი არა, უკვე ახდენილი ოცნება ხართ და სახელი გადაირქვითო. როდესაც ბიძინა ივანიშვილის ძმა დაგიწყებს “შაყირს” და “ღადავს”, მაშინ მართლა “საღადაოდაა” შენი საქმე.
“ქართული ოცნება” სულ პირდებოდა ხალხს – პირველი წელიწადი მეორე წელიწადზე უკეთესი იქნებაო, მაგრამ პირიქით მოხდა. ხომ დაანონსეს 2012 წელს, პირველი წელიწადი მეორეზე უკეთესი იქნებაო, მეორე კი – მესამეზეო, გახსოვთ ალბათ. ფაქტობრივად როგორ გამოვიდა იცით? პირველი წელი იყო ყველაზე უკეთესი, მეორე – უარესი, იმაზე უარესი გამოდგა მესამე წელი და სულ უარესობისკენ მივდივართ. სანამდე მივალთ არ ვიცი. ბიძინა ივანიშვილი კი ისევ არ ჩანს. მას ალბათ უკვე “უტყდება” “ქართულ ოცნებასთან” ასოცირება”

 

კახა მიქაია

banner
წინა სტატიაშიგალის რაიონში თხილის მოსავლის 70% ფაროსანამ გაანადგურა
შემდეგი სტატიაევროკავშირმა რუსეთს სანქციები 6 თვით გაუხანგრძლივა