კახა მიქაია: როგორ ყეფენ უძაღლო ქვეყანაში – კატები!

დავით ჭიჭინაძე: ,,ისე გამოჰყავთ, რომ სხვები თითქოს ყრუ-მუნჯთა საზოგადოების წევრები არიან, არც ლაპარაკი შეუძლიათ და არც აზრი აქვთ. არადა, ამ ადამიანებს მოსახლეობისთვის ის დაპირებები არ მიუციათ, რაც 2012 წელს „ქართული ოცნების“ ბირთვმა მისცა. ეს ახალგაზრდები თითქოს იმ დაპირებულ ვალდებულებებს გაურბიან და ხალხს თავიანთ არსებობას ამადლიან! ხომ გაგიგიათ, ბრიყვი მიუშვი ნებასაო… მიშვებულები იყვნენ, გვეგონა, რომ რაღაც ზღვარის ნიშნული გაუჩნდებოდათ… ისე, იქ ერთ-ერთი ისეთი ადამიანია, ქუჩაში რომ დადის, სირცხვილია! თუნდაც, ზარდიაშვილი! ეს ქართველი ერის სირცხვილია!.. მრცხვენია, ასეთი ადამიანის გვერდზე მე არ უნდა ვიჯდე!.. ამ ადამიანებმა ქართველი ხალხის აზრს და, პირდაპირ ვიტყვი, ოცნებას დიდი ზიანი მიაყენეს! ამიტომ, ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ სახეები კოლექტიური ზარდიაშვილები არ უნდა იყვნენ! დღეს პარლამენტის ბირთვს კოექტიური ზარდიაშვილები და კოლექტიური ბოკერიები არ უნდა წარმოადგენდნე. მათი ერთობლივი გადაწყვეტილებები საზოგადოებას აღიზიანებს და შეცდომაში შეჰყავს! ამ ადამიანმა თავისი ადგილი ვერ გაიგო! ამიტომ, უნდა ვაჩვენოთ და მივუთითოთ, თუ სად არის მისი ადგილი.”

ჭიჭი, ბიჭო!
შენა ხარ ,,ბუნტავშიკების
გლავარი?!”
შენა ხარ, ბიჭო, ანანია ანარქისტი?!
შენა ხარ მახნო ჭიჭინაძე?!
საღოლ!
მარა, რა გინდა, რა, ძმაო?!
,,ნევიდიმკა” რომ პარლამენტის თავმჯდომარედ გეყოლება იმ ქვეყანაში,
შენ, ანანია ანარქისტიც ხარ,
მახნოც,
ულიანოვ ლენინიც(გ. ბოკერია)
და
ვანიჩკა ზარდიაშვილიც!!!
მართლაც, როგორ ყეფენ უძაღლო ქვეყანაში – კატები!

P.S. აჭრიჭინდა ჩვენი ჭიჭი,
დეპუტატი ჭიჭინაძე,
აღმოაჩნდა ჭიჭის ნიჭი,
უკეთესი ჭრიჭინაზე…

ჭრიჭინობელა – ჭიჭინობელა!-წერს “დაიცავი საქართველოს” ლიდერი კახა მიქაია.

banner
წინა სტატიაშივეფხია ბაქრაძის შვილი : მამაჩემი რასაც იმსახურებს, აუცილებლად უნდა მიესაჯოს, ცხოვრება ყველას დაგვინგრია
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი – ქვეყანას სჭირდება პრეზიდენტი, რომელიც გაამთლიანებს საქართველოს