კახა კუკავა წინასაარჩევნო პერიოდში “ნაციონალების” მიმართ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს ფარსს უწოდებს

“დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველო” წინასაარჩევნო პერიოდში აღძრულ სისხლის სამართლის საქმეებს ფარსს და საზოგადოების პოლარიზებისკენ მიმართულ ნაბიჯს უწოდებს. საარჩევნო ბლოკი ”დემოკრატიული მოძრაობა -თავისუფალი საქართველოს” მერობის კანდიდატი, კახა კუკავა მოუწოდებს ამომრჩეველს, არ წამოეგოს ამ პროვოკაციას და 21 ოქტომბერს არ მისცეს ხმა ამ გეგმაში მონაწილე პარტიებს, ”ქართულ ოცნებასა” და ”ნაციონალურ მოძრაობას.

”შევახსენებთ საზოგადოებას, რომ პრაქტიკულად საქართველოში საშემოდგომო სეზონის დაწყებას გვამცნობს სწორედ ის, რომ პროკურატურა აკეთებს განცხადებას, ბოლო 5 წელია, იწყება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება “ნაციონალური მოძრაობის” სხვადასხვა პერსონაჟების მიმართ, მოგვიანებით იწყება ფარული ჩანაწერების გამოქვეყნება და როგორც კი ჩამთავრდება არჩევნები, ყველა ივიწყებს ამ საქმეებს. ამიტომ, ქართველ ხალხს მოვუწოდებთ, გამოუტანოს განაჩენი ამ პოლიტიკურ კლოუნებს და 21 ოქტომბერს არც ერთ მათგანს არ მისცეს ხმა”, – განაცხადა კახა კუკავამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი – ბორჯომის ხეობაში დაკვამლიანება შეიძლება, შეინიშნებოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ საფრთხე არსებობს
შემდეგი სტატიაიმაში, რომ საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ჰქონოდა რეზერვში რუსეთის დახმარების მიღების საშუალებაც, ცუდს ვერაფერს ვხედავ