კახა კუკავა: სახელმწიფო ცდილობს, თავი აარიდოს ვეტერანებისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭებას

პარტია “თავისუფალი საქართველოს” ლიდერი კახა კუკავა აცხადებს, რომ სახელმწიფო ცდილობს, თავი აარიდოს ვეტერანებისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭებას.

კუკავამ ომის მონაწილეებთან ერთად დღეს პრესკონფერენცია გამართა და თავდაცვის სამინისტროს მიმართა, დაუყოვნებლივ დაიწყოს 50-ე ბატალიონის წევრების პირადი საქმეების გადახედვა.

როგორც პრესკონფერენციაზე ითქვა, ამ ბატალიონის მებრძოლთა უმეტესობას საბუთებში სახელმწიფო “თვითდათხოვნას” უწერს, რაც საბრძოლო პოზიციების თვითნებურად, ბრძანების გარეშე დატოვებას ნიშნავს და დეზერტირობას უთანაბრდება.

50-ე ბატალიონის ერთ-ერთი წევრი, მალხაზ ფილაური აცხადებს, რომ რეზერვისტი იყო, ომის დაწყებისას, ბრაძნების მიცემისთანავე 7 აგვისტოდან, თანამებრძოლებთან ერთად გორში იმყოფებოდა და ბატალიონმა გორის ტერიტორია მხოლოდ 11 აგვისტოს, სარდლობისგან გაცემული ბრძანების შემდეგ დატოვა.

მალხაზ ფილაური აცხადებს, რომ მისთვის და თანამებრძოლთა უმტესეობისთვის გაუგებარია, თუ რატომ გამოაცხადა თავდაცვის სამინისტრომ ისინი “თვითდათხოვნილებად”.

როგორც გაირკვა, ეს შემტხვევა დავით კეზერაშვილის მინისტრობის დროს მოხდა, ფილაურმა კი, მის შესახებ ორი წლის წინ გაიგო, როდესაც თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი იყო.

“უკვე ორი სასამართლო პროცესი მოიგო ამ საქმეზე, თუმცა თავდაცვის უწყება სასმართლო გადაწყვეტილებებს სხვადასხვა ინსტანციებში ასაჩივრებს”,- ითქვა პრესკონფერენციაზე.

კახა კუკავას მიაჩნია, რომ სახელმწიფო ცდილობს, თავი აარიდოს ვეტერანებისთვის კანონით გათვალისწინებული შეღავათების მინიჭებას.

 

[fbvideo link=”https://www.facebook.com/freegeorgia/videos/1912400535699836/” width=”500″ height=”400″ onlyvideo=”1″]

banner
წინა სტატიაშიაფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლებამ აგვისტოს ომში დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო
შემდეგი სტატია„ერთი სალახანა პოეტი კრემლის დარბაზში დარჩა და ახლაც იმ დარბაზში ზის!“ – თაკო ჩარკვიანი ოკუპაციის კანონის ამუშავებას ითხოვს!