კახა კუჭავა – სამწუხაროა, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო აშკარად არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ყველა სამინისტროს შორის

სამწუხაროა ის, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო აშკარად არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ყველა სამინისტროს შორის, – ამის შესახებ  გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ 2018 წლის ბიუჯეტის პროექტით გარემოს დაცვის სამინისტროსთვის გამოყოფილი დაფინანსების შესახებ განაცხადა.

როგორც კახა კუჭავამ აღნიშნა, ძალიან ბევრი პრიორიტეტული საკითხია, რომელიც აუცილებელია, რომ ბიუჯეტში იქნას გათვალისწინებული.
“ჩვენ ამ პოზიციას არ შევიცვლით და განსაკუთრებულად კრიტიკულ საკითხებზე მოვითხოვთ, რომ ბიუჯეტი ამ კუთხით გაიზრდოს. თუ საკითხებს გადახედავთ, პირველ რიგში, ეს ეხება სატყეო სექტორს, დაცული ტერიტორიების სექტორს, რომელიც ძალიან წარმატებულია, ძალიან დიდ მოგებაზე გადის, მაგრამ ამას სჭირდება მოვლა და შესაბამისი მართვა. ასევე ეს ეხება გარემოზე ზედამხედველობის დეპარტამენტის გაძლიერებას, რათა მაქსიმალურად მოხდეს არაკანონიერ ქმედებებთან ბრძოლა. ასევე არის სხვადასხვა საკითხი, იგივე გარემოს დაცვის შეფასების კოდექსის შესრულებაზე აუცილებელია კადრებისა და თანხების დამატება რამდენიმე დეპარტამენტში, რადგანაც ეს ამოქმედდება პირველი იანვრიდან. ასევე განათლებისა და ინფორმაციის ცენტრს სჭირდება დაფინანსება. ჩამონათვალი დიდია, რაზეც ჩვენ მოვითხოვთ, რომ ბიუჯეტი იქნას გაზრდილი. სამწუხაროა ის, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო აშკარად არის ყველაზე დაბალბიუჯეტიანი ყველა სამინისტროს შორის და მე მგონი ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი სამინისტრო. ის პრობლემები, რაც ეკოლოგიას უკავშირდება და გარემოს დაცვის საკითხები განსაკუთარებით პრიორიტეტული ხდება ბოლო პერიოდში და მნიშვნელოვანია, რომ აისახოს ბიუჯეტშიც, თუ რა იგეგმება 2018 წელს ამ კუთხით”, – განაცხადა კახა კუჭავამ.

banner
წინა სტატიაშიევროპასთან ინტეგრაციის, საგარეო ურთიერთობათა და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომა
შემდეგი სტატია1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.4786 ლარი გახდა