საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს კახი კახიშვილს შეხვდა.
როგორც პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ განაცხადა, ქვეყნის შიგნითაც და ქვეყნის გარეთაც, ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირებთან დაკავშირებით, არსებობს მაღალი ინტერესი.
„გიორგი მარგველაშვილი პენიტენციარულ დაწესებულებებში მყოფი ყოფილი მაღალი პოლიტიკური თანამდებობის პირების მდგომარეობით დაინტერესდა და მინისტრისაგან მიიღო დეტალური ინფორმაცია, როგორ არის დაცული სასჯელის მოხდასთან დაკავშირებით მათი კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებული უფლებები. მინისტრისგან მივიღეთ ინფორმაცია, რომ ამ მხრივ არანაირი პრობლემა არ არსებობს”, – განაცხადა კოჟორიძემ.
როგორც სასჯელაღსრულების მინისტრმა აღნიშნა, შეხვედრაზე ვანო მერაბიშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრიათ.