კახა კოჟორიძე ტყიბულში მაღაროელებს ხვდება

საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კახა კოჟორიძე ტყიბულში იმყოფება და გაფიცულ მაღაროელებთან შეხვედრას მართავს.

2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, შეხვედრაში, რომელიც კომპანია „საქნახშირის“ ადმინისტრაციის შენობასთან იმართება, 100-მდე ადამიანი მონაწილეობს.

მაღაროელები საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენელს თავიანთ მოთხოვნებს აცნობენ.

კახა კოჟორიძე დაინტერესდა, მაღაროში არსებული პირობები არის თუ არა სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში, რაც მეშახტეებმა დაადასტურეს.

კოჟორიძე დღესვე კომპანია “საქნახშირის” წარმომადგენლებსაც შეხვდება.

banner
წინა სტატიაშიმოვუწოდებ, საშინაო დავალება ყველამ უკეთესად მოამზადოს თავის დროზე – დოლიძე ენმ-ს პასუხობს
შემდეგი სტატია„რაზბორკები“ ბიძინასთან