კახა კოჟორიძე ირაკლი ლექვინაძის განცხადებას პასუხობს

არ ვუპასუხებდი ბატონი ირაკლი ლექვინაძის განცხადებას ის რომ შემოფარგლულიყო მხოლოდ ჩემი პროფესიონალიზმის დაწუნებით. მაგრამ რადგან ვიცი-მერი ამ კონტექსტში ჩემს ყოფილ და მოქმედ სამუშაო ადგილებსაც გადაწვდა, უპასუხოდ ვერ დავტოვებ.
1. პოლიტიკოსების მხრიდან პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმსამართით გაკეთებულ განცხადებებს ახლა უკვე ადგლილობრივმა თვითმმართველობამაც აუბა მხარი. ვიცე-მერი მიანიშნებს, რომ თურმე მე რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ვმუშაობ, ეს არის დასტური იმისა, რომ საიას თავმჯდომარეობის პერიოდში პროფესიული განცხადებების ნაცვლად პოლიტიკურ განცხადებებს ვაკეთებდი. ამ რკინის ლოგიკის მარტივი ქვეტექსტი არის ის, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია მოქმედებს არა სახელმწიფო ინტერესებით, არამედ ვიწრო პოლიტიკური ინტერესებით და ამიტომაც ,,ასაქმებს“ პოლიტიკური განცხადებებით გამორჩეულ ადამიანებს. იმედი მქონდა, ადგილობრივი ხელისუფლება არ ჩაერთვებოდა ამ შინაარსის პოლემიკაში. ვიცე-მერი არ არის პოლიტიკური თანამდებობის პირი და სანამ პოლიტიკისთვის მოიცლის, აჯობებს მოაგვაროს მოქალაქეთა ის პრობლემები, რის გამოც იღებს ხელფასს.
2. რას შეეხება საიას. ბატონ ირაკლის უნდა შევახსენოთ, რომ საიას წევრები არა მხოლოდ პარტიების მიმართ ,,კეკლუცობით გამოირჩევიან“, არამედ არიან სხვადასხვა პარტიის, მათ შორის ოცნების, გავლენიანი წევრები. ამაში ცუდი და გასაკვირი არაფერია. უბრალოდ უნდა ვიცოდეთ, რომ ზოგადად ასოციაციის ,,წევრი“ და მისი სტატუსი განსხვავდება „თანამშრომლისგან“, ხოლო თუ ეს არ ვიცით, ამ საკითხზე მედიით მაინც არ უნდა ვისაუბროთ, არ მგონია მოქალაქეების დამატებითი დარწმუნება სჭირდებოდეთ იმაში, რომ არც თუ იშვიათად, მაღალი თანამდებობის პირების პროფესიონალიზმის ხარისხი ასამაღლებელია.
წინა ხელისუფლებებიდან მოყოლებული ისმის ბრალდებები საიას მიმართ… საინტერესოა, სულ ისე როგორ ხდება, რომ ვინც ყველაზე გავლენიან პოლიტიკურ გუნდს წარმოადგენს, მუდამ ისინი წუწუნებენ რომ საია გავლენებშია?!. ხომ ლოგიკური იქნებოდა, რომ თუ საია გავლენებს ვერ უძლებს, ყველაზე გავლენიანის გავლენასაც ვერ გაუძლოს?
3. მერიას კანონმდებლობა ავალებს თანაბარი სტანდარტებით მიუდგეს ყველა მოქალაქეს. საიას დასკვნას რომ თავი დავანებოთ, უბრალო მოქალაქეებს აქვთ სრულიად ლეგიტიმური, მარტივი კითხვები: სტიქიით დაზარალებულ ყველა მოქალაქეს თანაბარი სტანდარტებით დაეხმარა მერია? თუ კი, საზოგადოებას წარმოუდგინეთ მტკიცებულება. თუ არა, მაშინ გამოდის რომ ვიღაცამ ვიღაცას ბიუჯეტიდან მისცა იმაზე მეტი ვიდრე ეკუთვნოდა. ვიცე-მერს არ მოსწონს ჩემი პროფესიული სტანდარტები, მაგრამ მაინც უნდა ვთქვა, რომ აქ შესაძლებელია იყოს დანაშაულის ნიშნები (მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა რაიმე კავშირი ამას რომელიმე სასამართლო საქმესთან).
პ.ს.
ვიცე-მერი საუბრობდა დაზარალებულ მოქალაქეებზე და ზიანის ანაზღურებაზე. საერთოდ რა შუაში იყო პრეზიდენტის ადმინისტრაცია ამ ამბავთან მართლა გაუგებარია. ამიტომ ვვარაუდობ, რომ ეს იყო ანონსი სერიალის, რომლის მომდევნო ეპიზოდში ვიხილავთ, თუ როგორ ითხოვს პრეზიდენტის გამოსახლებას ახლა უკვე ადგილობრივი თვითმმართველობაც- ამის შესახებ სოციალურ ქსელში პრეზიდენტის მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში კახა კოჟორიძე წერს.

https://youtu.be/FYZteAH_IpE

 

 

banner
წინა სტატიაშიევროპის საბჭოს განცხადება აფხაზეთში ე.წ. არჩენებზე და სამხრეთ ოსეთში ე.წ. რეფერენდუმზე
შემდეგი სტატიაკახა მიქაია: ,,რუსთავი2″ საერთოდ მეგრულ ენაზე აპირებს მაუწყებლობის გაგრძელებას..